კონკრეტული ფუნქციური ზონირება

მუხლი 17. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა ('ლსზ') - წარმოადგენს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების და ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 18. სასოფლო-სამეურნეო ზონა ('სოფზ') - წარმოადგენს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნაგებობების მშენებლობა და მონტაჟი.

 

მუხლი 19. სარეკრეაციო ზონა ('რზ') - წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, მოიცავს ისეთ გამწვანებულ ტერიტორიებს, როგორიცაა პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ღია სათამაშო მოედნების, მცირე ზომის სასპორტო მოედნების, მცირე არქიტექტურული და სკულპტურული ფორმების/ნაგებობების, შადრევნების და სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ) ფუნქციონირების უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. სარეკრეაციო ზონა 1-ში (რზ-1) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია სპორტული ნაგებობების, ატრაქციონების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობების და რელიგიური დანიშნულების ნაგებობების განთავსება.

 

მუხლი 20. კონკრეტული საკურორტო-სარეკრეაციო ზონები:

  1. კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში (სრზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია:

ა) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1): წარმოადგენს საკურორტო-სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორ ერთეულიანი საცხოვრებელი სახლების, სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, გარაჟების და ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობების, ასევე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება.

ბ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2): წარმოადგენს საკურორტო-სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, სამკურნალო მომსახურებების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, გარაჟების და ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობების, ასევე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება.

  1. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2)-ში მდებარე 220 მ2 ფართობზე ნაკლები მიწის ნაკვეთის განვითარება დასაშვებია საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1)-ისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  2. ორ ურთირეთმომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ურთირეთმომიჯნავე გვერდითა ეზოების მხარეს სამეზობლო საზღვართან შენობის განთავსების შესაძლებლობა

ა) საკურორტო-სარეკრეციო ზონა 1-ში (სრზ-1) ორ ურთიერთმომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, ურთიერთმომიჯნავე გვერდითა ეზოების მხარეს, მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმებით, დასაშვებია სამეზობლო საზღვართან ან სამეზობლო საზღვარზე შენობების განთავსება.

  1. ზომების რეგულირება კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში

ა) მინიმალური ფართობი, მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მანძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ  1-ს;

ბ) ცხრილ 1-ში თითოეული კონკრეტული საკურორტო-სარეკრეაციო ზონისათვის მოცემულია მინინალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია.

ცხრილი 1

კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ

(ცხრილის გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებას)

ა. დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ.

ბ. შენობის შეწევის მანძილებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით.

გ. განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-მდე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე.

დ. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) -ში, სადაც ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში/შენობებში საწოლების რაოდენობა 20ზე მეტია, საწოლების, სულ მცირე, 10% განკუთვნილი უნდა იყოს მუშაკებისათვის, იმავე ან სხვა მიწის ნაკვეთზე.

ე. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-ში (სრზ-1) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 10%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 10%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე.

ვ. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 10%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 10%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე.

ზ. 80 მ2 -დან 120 მ2 -მდე, 120 მ2 -დან 150 მ2 -მდე და 150 მ2 -დან 220 მ2 -მდე მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები ერთმანეთისაგან დაცილებული უნდა იყოს, სულ მცირე 6.0 მეტრით. გარდა ამ მუხლის მე-2 პნნქტით გათავლისწინებულისა.

თ. მაქსიმალუირი სიმჭიდროვის (საწოლი/ჰექტარზე) რეგულაცია გამოყენება  გრგ-ს შემუშავებისას და 3000 მ2-ზე მეტ მიწის ნაკვეთებისთვის.

ი. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-ში (სრზ-1) შენობის არცერთი სართულის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განაშენიანების ფართობს, მაგრამ დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილი ნაშვერები:

1. 1,5 მეტრამდე - სამი მხრიდან ღია აივნები, რომლებიც არ იკავებენ იმ ფასადის სიგრძის მესამედზე მეტს, რომლიდანაც აივნებია გამოშვერილი;

2. 0,6 მეტრამდე - სახურავის ნაშვერები.

 

მუხლი 21. კონკრეტული საცხოვრებელი ზონები

  1. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) – დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, შესაძლებელია არსებობდეს მხოლოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით.
  2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში

ა)  მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ  2-ს;

ბ) ცხრილ 2-ში თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის მოცემულია მინინალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია.

 

ცხრილი 2

კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ

(ცხრილის გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებას)

ა. დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ.

ბ. შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით.

გ. განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-მდე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 22. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) - წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს და მოედნებს, მათ შორის საფეხმავლო გზებს, ტროტუარებს, საველოსიპედე ბილიკებს და ქუჩის გამწვანებას.

 

მუხლი 23. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2) - წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია ავტოსადგომების, ავტოსადგურების და ავტომობილის საწვავით გასასამართი სადგურების განთავსება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 24. კონკრეტული საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა

  1. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3) – განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც შესაძლებელია კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, სამკურნალო მომსახურებების, სავაჭრო მომსახურებების, ადმინისტრაციული, კომერციული, გასრთობი, კულტურული, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების განთავსება.
  2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში

ა) მინიმალური ფართობი, მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს  ცხრილ3-ს;

ბ) ცხრილ 3-ში თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის მოცემულია მინინალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია.

 

ცხრილი 3

კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ

(ცხრილის გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებას)

ა. დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ.

ბ. შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით.

 

მუხლი 25. სამრეწველო ზონა 1 (ს-1) - წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები და შესაძლებელია კურორტ-ბახმაროს ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 26. თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტ კონკრეტული ფუნქციურ ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლო/განაშენიანების მიზნით განვითარებისას არცერთი ამ ფუნქციური ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს.