ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა

მუხლი 27. მოთხოვნები საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) ავტოსადგომის სივრცესთან დაკავშირებით.

საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) ავტოსადგომის სივრცეები უნდა შეესაბამებოდეს:

  1. აუცილებელი რაოდენობა. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში ამ წესებით დაშვებული, თითოეული გამოყენებისთვის საჭირო ქუჩის მიღმა მდებარე ავტოსადგომი სივრცეების რაოდენობა არ უნდა იყოს ცხრილ 4-ში განსაზღვრულზე ნაკლები. ავტოსადგომის დანაწევრებული სივრცის თითოეული ნაწილი შესაძლებელია გამოითვალოს, როგორც ერთიანი სივრცე.

ცხრილი 4

საზოგადოებრივი გზების მიღმა მდებარე ავტოსადგომების ნუსხა

ა. სასტუმროსთვის ამ ცხრილით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომების რაოდენობის 80%-ი განთავსებული უნდა იყოს შენობაში.

  1. შერეული გამოყენებები. თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული გამოყენებები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული გამოყენებისთვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს.
  2. მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ამ წესების თანახმად აუცილებელი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს იმავე მიწის ნაკვეთზე, სადაც გამოყენებაა წარმოდგენილი ან სადაც უზრუნველყოფილია ამგვარი გამოყენების ექსკლუზიური გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთზე, გარდა საზოგადოებრივი ავტოსადგომებისა. ასეთი მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს იმავე ან ნაკლებად შეზღუდულ ზონაში არაუმეტეს 200 მ რადიუსზე მთავარი მიწის ნაკვეთიდან.
  3. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომები. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომის ზედაპირი უნდა იყოს მოპირკეთებული და დახაზული.