ტყე

კურორტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წიწვოვანი ჯიშის ტყეს, რომელიც გარს აკრავს ბახმაროს და რომელიც მწვანეა ზამთარ-ზაფხულ. იგი იცავს კურორტს ჰაერის ცივი მასების შემოჭრისგან, ქარისგან, მთების ალპური ზონიდან მომდინარე თოვლის ზვავისგან, თოვლის დნობის დროს წარმოშობილი ნიაღვრისგან და სხვა. გარდა ამისა, იგი საგრძნობლად აუმჯობესებს ბახმაროს ჰაერის სამკურნალო თვისებებს. სოჭისა და ნაძვის ფიტონციდებით ჰაერის გამდიდრება მნიშვნელოვნად ზრდის კურორტის სამკურნალო ეფექტს. 1967 წლის მონაცემებით (ლ.ჯიქია „ბახმარო“ გამომცემლობა საბჭ. საქართველო, 1967წ.) დენდროლოგიურ ფლორას ბახმაროში ეკავა 1 017,8 ჰექტარი ფართობი  200-250 წლიანი სოჭნარევი ნაძვნარი. სოჭნარს ძირითადად უჭირავს სარეკრეაციო ტერიტორიის სამხრეთით მდებარე ფერდობები, ხოლო ნაძვნარს - ჩრდილოეთის და ჩრდილო - აღმოსავლეთის ფერდები. უძველესი დროიდან ბახმაროში ყოფილა ფიჭვნარის ტყეც, რომლის კვალიც შემორჩენილია მდინარე ბაისურას ხეობაში. ნაკლებ გავრცელებულია და იშვიათად გვხვდება ნეკერჩხალი და არყის ხე.