სათხილამურო ინფრასტრუქტურა

სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასთან დაკავშირებული წინასაპროექტო კვლევის პირველი ანგარიში

წინაპირობები

ATC/Design ჯგუფმა 2008 წელს გამოიკვლია ბახმაროს მთის შესაძლებლობები და დაამუშავა მისი განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომელშიც წარმოჩინდა მთის ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვა;  „გეოგრაფიკის“ მთის მგეგმარებელთა ჯგუფი სრულად ეთანხმება ამ ხედვას და ATC/Design ჯგუფთან ერთად, რომელიც „გეოგრაფიკის“ ქვეკონტრაქტორია მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აპირებს კამერალურად და მხოლოდ ზაფხულის კვლევებზე დაყრდნობილი მთის განვითარების ხედვის ერთობლივად დაზუსტებას და დაკონკრეტებას.

ამ ეტაპზე, ბუნებრივი პირობების შესახებ, გამოკვეთილია შემდეგი საკითხები, რომლებიც საინტერესოა ბახმაროში მთის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით:

  • საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმური თვალსაზრისით, ბახმაროს ტერიტორია დამაკმაყოფილებელ პირობებშია. თუმცა მიწის დაშლამ და სხვა ფორმის ეროზიამ შესაძლოა პრობლემა შექმნას, თუკი ამის გამო ტერიტორიაზე მოხდება ტყეების განადგურება. ტყეების განადგურების პრობლემა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგანაც გათვალისწინებული უნდა იქნას ნიადაგის დაკარგვის საშიშროება. გარდა ამისა, უნდა გატარდეს გარემოს დაცვითი ღონისძიებები.
  • ასევე ხელსაყრელია ნიადაგის მდგომარეობა, ვინაიდან არ არის სპეციფიკური დამჯდარი ნიადაგი ან მარილიანი მიწა კურორტის შიგნით, შედეგად, საჭირო არ იქნება შესაბამისი სპეციალური ზომების მიღება.
  • ჰიდროლოგიური თვალსაზრისით, მიწისქვეშა წყლების (ნიადაგი, რღვევები) არსებობა შესაძლებელია ბახმაროს ზოგიერთ ადგილებში, რაც შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი გახდეს ხელოვნური თოვლის წარმოქმნისა და კურორტისთვის წყლის მიწოდებისთვის.
  • მრავალი ნაკადულის არსებობა უპირატესობის ნიშანია (ვინაიდან ისინი ქმნიან წყლის რესურსებს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია), ასევე ისინი კურორტს უფრო მიმზიდველს ხდიან.
  • სიმაღლის გათვალისწინებით, ბახმაროს ჰავა უფრო ზომიერია, რაც ხასიათდება ცივი ზაფხულითა და ზომიერი ზამთრით. თუმცა, მონაცემების მიხედვით, საკმაოდ მყარია თოვლის საფარი ზამთარში, რაც გამოწვეულია თბილი, ნოტიო ჰაერით, რომელიც მოდის შავი ზღვიდან და ერევა მთის ჰაერს და შესაბამისად, იწვევს ნალექის დიდ ოდენობას. ეს სპეციფიკური მეზოკლიმატური პირობები იწვევს მტვრისგან თავისუფალ ჰაერს მთაში, რაც ბახმაროს ხდის ღირებულ ადგილად დასვენებისთვის, ჯანმრთელობის აღდგენისა და კლიმატური თერაპიისთვის, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში.
  • მიუხედავად დიდი ოდენობის ნალექებისა, შედარებით დიდია მზიანი დღეების რაოდენობა.
  • ბახმაროში ალპური ფლორისა და ფაუნის მიმზიდველი ვარიაციაა, რაც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. კურორტის მიმზიდველობის დიდი წილი დამოკიდებულია მისი დაცვის პირობებზე. მინიმალური უნდა იყოს ჩარევა, გაუვალი ადგილების კონსერვაციით.

ზამთრის ტურიზმთან დაკავშირებით, ეს ადგილი პერსპექტიულია მცირე და საშუალო ზომის სათხილამურო კურორტის განსავითარებლად, სხვადასხვა აქტივობის მონაცვლეობასთან ერთად. მიღებული მონაცემების მიხედვით, ტემპერატურა საკმაოდ მცირეა ზამთრის სეზონისთვის, დაახლოებით 5 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში ნალექების უმეტესობა თოვლის სახითაა წარმოდგენილი. ზამთარში, ოდნავ მაღალი ოდენობის ნალექის გამო, თოვლის საშუალო საფარი შედარებით მაღალია. ზღვასთან სიახლოვის გამო, ზამთარი შედარებით ზომიერია და ზაფხული ცივი. დღემდე, ზამთარში საკმაო თოვლია. თუმცა, გლობალურმა დათბობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტემპერატურის ზრდა და მეტი წვიმები ზამთარში. მთები შედარებით დაბალია და სამწუხაროდ არ არის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურის უფრო მაღლა ატანის შესაძლებლობა. აგრეთვე, თოვლის საფარის მდგრადობის გამო, საქართველოს და სხვა საერთაშორისო კურორტები უკეთეს მდგომარეობაშია ამ მხრივ. ზაფხულში ბახმარო კარგ პირობებს გვთავაზობს ყველა სახის სამთო სპორტისთვის, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის - იძლევა სუფთა ჰაერს და აქვს მდიდარი ფლორა და ფაუნა. მთლიანობაში, ბახმაროს ბუნებრივი პირობები გვთავაზობს პოტენციალს სპეციფიკური სამთო ტურიზმის პროდუქტისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ბახმარო ჩაითვალოს სხვებთან შედარებით ძლიერ განსხვავებულ საკურორტო ადგილად.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა დამატებითი საველე და კამერალური (მათ შორის კვლევითი და გეგმარებითი) სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ,,გეოგრაფიკისა" და ATC/Design-ის მიერ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

- ქარის მიმართულების კვლევა მთის ქედებსა და თხემებზე;

- თოვლის საფარის სიმძლავრის კვლევა მთის ფერდებზე;

- ბუნებრივი ხევების სასრიალო ტრასებით კვეთის შესაძლებლობების კვლევა;

- ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური ანალიზი;

- ქვედა სადგურების ლოკაციის ადგილების კვლევა-რევიზირება;

- საერთო გეგმის რევიზირება.

 

1. კვლევის მიზანი

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბახმაროს სამთო ინფრაქტრუქტურის განვითარების ხედვისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის აუცილებელი წინასაპროექტო კვლევების სრული და საბოლოო კომპლექტაციის პაკეტის დამუშავება არსებული კვლევების დაზუსტების, დახვეწის, დაკონკრეტების და მათზე დასაგეგმარებელი მთის ინფრასტრუქტურის ადაპტირების გზით.

 

2. ამოცანები

აღნიშნული მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაჭრა:

ა) ბუნებრივი ლანდშაფტის სამთო-სათხილამურო მახასიათებლების კომპლექსური და დაზუსტებული შეფასება;

ბ) ლანდშაფტის მახასიათებლებზე სამთო ინფრასტრუქტურის ადაპტირება;

გ) მთის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმის დამუშავება.

 

3. განხორციელებული სამუშაოები

ამ ეტაპზე განხორციელდა ამოცანა ,,ა)"-სთან დაკავშირებული კვლევების ნაწილი, რომელიც მოიცავდა:

- არსებული კვლევებისა და სივრცითი მონაცემების მოძიებასა და სისტემატიზაციას;

- არსებული მასალების ინტეგრირებას გის-ის გარემოში;

- ინტეგრირებული მასალების კამერალურ დამუშავებაა და საველე საექპედიციო სამუშაოების უზრუნველყოფას;

- საველე სამუშოების ჩატარებას 30.09.2016 - 3.10.2016 პერიოდში;

- საველე სამუშაოების პირველად დამუშავებას.

 

4. მიღებული შედეგი

კვლევის შედეგებმა მკაფიოდ გამოავლინა საკვლევი არეალის სამთო კომპონენტში არსებული დადებითი და უარყოფითი მხარეები და აგრევე გამოკვეთა ზუსტი შესაძლებლობები და საფრთხეები. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი იქნება წინასაპროექტო კვლევების შესაბამის ნაწილში შესაბამისად ფორმალიზებული სახით მომდევნო ეტაპებზე.

4.1. არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი

ამ ეტაპზე შეფასებებს გთავაზობთ შემდეგი მკაფიო პოზიციების სახით:

  • მსოფლიო კლასის უნიკალური ხედები;
  • ჩრდილო ფერდების აბსოლუტური დომინირება;
  • წითელი და შავი კლასის სასრიალო ტრასების დომინირება (რაც ზოგადად იშვიათობაა თრიალეთის ქედზე);
  • ტრასების ურთიერთდაკავშირების გეომორფოლოგიური სირთულეები;
  • მთის თხემებსა და ქედებზე ქარის უარყოფითი გავლენის ნიშნები;
  • კარგი საინჟინრო-გეოლოგიური გარემო;
  • უხვი ზედაპირული წყალი;

4.2. სტრატეგიული ხედვა

ამ ეტაპზე მკაფიოდ იკვეთება, რომ საფრთხეებისადმი ადაპტირება და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება კავკასიის ერთ-ერთ სამთო ,,ბრილიანტ" 4 სეზონიან კურორტს მოგვცემს.

შედარებისათვის ბახმაროს წარმოვაჩენდით შემდეგნაირად:

მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მისცემს ზამთრის ვიზიტორებს.

ამასთანავე, აღსანიშნავია გარკვეული სირთულეები არსებული ავსტრიული კონცეფციით და აგრეთვე ჩვენი ხედვითაც მოდელირებული ტრასების სქემაში (რომლებიც იდენტურია ერთმანეთთან);  კერძოდ კი ხევების თხილამურებით გადაკვეთის საკითხი, რაც მომდევნო ეტაპის კვლევების ნაწილში გვექნება განსაზღვრული.

აღნიშნული საკითხების დასაზუსტებლად და შესაბამისი გლობალური საინჟინრო შესაძლებლობების იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია ზამთრის კვლევების ჩატარება.

 

5. მომდევნო ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები

მომდევნო ეტაპით განსაზღვრულია:

- პირველი საველე კვლევების საბოლოო ანგარიშის ფორმირება;

- ზამთრის კვლევების ჩატარება;

- ერთიანი კვლევის ანგარიშის დამუშავება;

- ერთიანი მთის განვითარების კონცეფციის დამუშავება;

- ერთიანი მთის განვითარების გეგმის დამუშავება.

 

6. პროგრესი

სექტემბერ-ოქტომბერში (30.09.2016 - 3.10.2016) ჩატარებული საველე კვლევის პერიოდში მოვიდა მყარი ატმოსფერული ნალექი ძლიერ ქარბუქთან ერთად და მაღალი სეზონური ტემპერატურების გამო მოხდა თოვლის საფარის სწრაფი დნობა, რამაც ბუნებრივად წარმოაჩინა სამივე სეზონი რამდენიმე დღეში და თოვლის მდგრადი არეალებითა და წყლის დროებითი ნაკადების რეალური სურათით. ამან მნიშვნელოვნად დააჩქარა და გაამარტივა ბუნებრივი ლანდშაფტის კვლევასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შეფასება.

 

7. პრობლემები

მიუხედავად ბახმაროში მისასვლელი გზის კარგი ხარისხისა, ის ზამთარში იკეტება, რაც ძალიან ართულებს ზამთრის კვლევების ჩატარების შესაძლებლობას და აქ მოსაგვარებელი იქნება სტარტეგიული და ტაქტიკური საკითხები. არ გამოვრიცხავთ ცენტრალური და ადგილობრვივი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი თხოვნით მიმართვის აუცილებლობას შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

 

დასკვნები

კვლევითი ნაწილის პირველი ეტაპი დასრულებულია კარგად. მიმდინარეობს მზადება მომდევნო ნაწილის შესასრულებლად.

 

ილუსტრირებული დანართი

სურ.1 ბახმაროს ქვაბურის საერთო ხედი. მკაფიოდ იკვეთება თოვლის ხაზი 2100 მეტრზე ზღვის დონიდან.

 

სურ.2 - მთ. ლაშის-ფერდი და ფაფარას ქედი. მკაფიოდ იკვეთება ქარისგან გადახვეტილი თოვლის არეალები ფაფარას ქედზე, სადა დაგეგმილია სასრიალო ტრასები. ტოპონიმი ,,ფაფარაც" ქარისგან ნამქერის ჰაერში ატაცების მანიშნებელი გარემოებაა.

 

სურ.3 - მთ.ლაშის-ფერი (მარცხნივ) და მთ. საყორნია (მარჯვნივ) და მათ შორის მოქცეული სასრიალო არეალი - ბახმაროს ცირკი.

 

სურ.4 - ბახმაროს ქვაბური, დასახლებული ტერიტორია. მყრი საინჟინრო-გეოლოგიური გარემოს ამსახველი გამოსახულება.

 

სურ.5 - ბახმაროს ბორცვი - 2030 მეტრი ზ.დ. საკურორტო დეველოპმენტის ერთერთი ადგილი, სადაც დაგვხვდა ამოძირკვული დიდი ხეები. ადგილობრივების თქმით ეს ქარმა გამოიწვია, რაც ჩვენში ეჭვს იწვევს და ეს საკითხი კარგად გადასამოწმებელია.

 

სურ.6 - ბახმაროს ხევის შუა წელი და მკაფიოდ გამოკვეთილი ბახმაროს ცირკის სერები და მათი თხემები, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურ სასრიალო ტრასებს და მათი ურთერთდაკავშირება უნდა მოხდეს ამავე სურათზე ასახული ხევების გადაკვეთით.

 

სურ.7 - საკვლევი ხევი. განსხვავებული რაკურსი, სადაც კარგად ჩანს ხევის განივი პროფილის რთული ხასიათი.

 

სურ.8 - მთ. საყორნიას ქედიდან მომავალი ჩრდილო-დასავლეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლური ტოტის დაბოლოვების ადგილი უშუალოდ ბახმაროს ქვაბურში, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სასრიალო ტრასას. აქვე აღსანიშანვია თოვლის საფარის მდგრადობის თვისებაც.

 

სურ.9 - ბახმაროს ხევი სტაბილურია საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ რთულია გეომორფოლოგიური მახასიათებლებით მათზე სასრიალო გადასასვლელების მოწყობის კონტექტსში.

 

სურ.10 - ამ სურათზეც კარგდ ჩანს, რომ ბახმაროს ხევი სტაბილურია საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ რთულია გეომორფოლოგიური მახასიათებლებით მათზე სასრიალო გადასასვლელების მოწყობის კონტექტსში.

 

სურ.11 - ბახმაროს ქვაბურის საერთო ხედი.

 

სურ.12 - მთ. ლაშის-ფერდი. 2615 მეტრი.ზ.დ.

 

სურ.13 - საყორნიას მთის ფერდები, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებენ თოვლის მდგრად საფარს. კარგდ ჩანს ხევების ქსელის სიმრავლე.

 

სურ.14 - თოვლის საფარი სექტებრის ბოლოს მთ. საყორნიაზე.

 

სურ.15 - მთ. საყორნიასა და მთ. ლაშის-ფერდს შორის მდებარე ცირკი - სასრიალოდ ყველაზე საინტერესო უბანი.

 

სურ.16 - ბახმარო ფაფარას ქედიდან. მომავალი სასრიალო ტრასის მონაკვეთი.

 

სურ.17 - ბახმაროს ხევის შუა წელი.