გეოგრაფიული აღწერა

1. ბახმაროს ადგილმდემარეობა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ადგილმდებარეობა მოცემულია - ქვეყნის მასშტაბის (2.1), დასავლეთ საქართველოს რეგიონის მასშტაბის (2.2) და გურია-აჭარის მთების რეგიონის მასშტაბის (2.3) რუკებზე.

RUKA

2. ტოპოგეოდეზიური რუკა და ორთოფოტო სურათი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა და ორთოფოტო სურათი მოცემულია - ტოპოგეოდეზიურ რუკასა (3.1) და ორთოფოტო სურათის (3.2) რუკაზე.

ტოპოგეოდეზიური რუკის აგეგმვა შესრულებულია WGS84 - კოორდინატთა სისტემაში; UTM პროექციაში რელიეფის კონტურს შორის სხვაობით  1 მ. სამუშაო შესრულებულია  შპს „ტერაგრაფიკი“-ს მიერ 12.02.2008 წელს.

ორთოფოტო სურათი მოწოდებულია საქართველოს საჯარო რეესტრის მიერ. მისი დიდი ნაწილი წარმოადგენს 2005 წლის ორთოფოტო გადაღებას, ხოლო ნაწილი კი 2015 წლის ორთოფოტო გადაღებას.

RUKA

3. ფიზიოგრაფია და ტექნიკური შეფასება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სიმაღლეთა სხვაობის, მთის ფერდობების დახრილობების, განაშენიანებული ნაწილის დახრილობების, მთის ფერდობების ექსპოზიციის (ასპექტის) და მთის ჩრდილის ანალიზი მოცემულია - სიმაღლეთა სხვაობა და ანალიზის (4.1), მთის ფერდობების დახრილობების ანალიზის (4.2), განაშენიანებული ნაწილის დახრილობების ანალიზის (4.3), მთის ფერდობების ექსპოზიციის (ასპექტის) ანალიზის (4.4) და მთის ჩრდილის ანალიზის (4.5, 4.6 და 4.7) რუკებზე.

RUKEBI

გეოლოგიური აგებულება და ჰიდროლოგიური პირობები

გეოლოგიურად ბახმაროს ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ვულკანოგენურ-დანალექი ქანებით, რომლებიც ხასიათდებიან ინტენსიური დანაოჭებითა და ტექტონიკური რღვევების სიხშირით, რაც განაპირობებს გრუნტის წყლების სიუხვეს. საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების სქემის მიხედვით ტერიტორია შედის მცირე კავკასიონის ნაოჭა ბელტური სისტემის, ჰიდროგეოლოგიური ოლქის დასავლეთი დაძირვის ზონაში.

აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის დასავლეთ დაძირვის ჰიდროგეოლოგიური ადმასივი აგებულია ძირითადად შუა ეოცენური ვულკანოგენურ-დანალექი წარმონაქმნებით (სიმძლავრე 3 კმ-მდე), რომელთაც ქვეშ უდევს  ქვედა ეოცენურ-პალეოცენური ფლიშური ნალექები, ვულკანოგენური წარმონაქმნები (სიმძლავრე 1,5 კმ-მდე) და ზედა ცარცული კირქვების, მერგელებისა და ვულკანოგენური წარმონაქმნების (სიმძლავრე 1 კმ-მდე). ადმასივის ფარგლებში გავრცელებული გრუნტის წყლები დაკავშირებულია გამოფიტვის ზონის ნაპრალებთან და ფოროვან დელუვიურ და ალუვიურ წარმონაქმნებთან. ფართოდ აღინიშნება მდინარეთა ხეობების თანამედროვე ალუვიონის გრუნტის წყლების ცირკულაცია, რომლებიც  ქიმიური შემადგენლობით ჰიდროკარბონატული კალციუმიანი ან მაგნიუმ-კალციუმიანია და ფართოდ გამოიყენება ადგილობრივი დასახლებული პუნქტების წყალმომარაგებისათვის. წყაროების დებიტები ჩვეულებრივ დაბალია, უმეტესად 0.5 ლ/წმ-ზე ნაკლებია. დანაოჭების პროცესების ზემოქმედებისა და წყვეტითი რღვევების ხშირი ქსელის წყალობით ადმასივის ქანების კომპლექსს ახასიათებს ღრმად გამავალი ტექტონიკური აშლილობები (ნაპრალები, რღვევები). ამის შედეგად წყლების უმეტესობა ღრმა ცირკულაციის ჰიდროგეოლოგიური ზონებიდან  ზედაპირამდე ამოედინება.

მასშტაბი 1:50000

ილუსტრაცია: ბახმაროს ტერიტორიის სქემატური გეოლოგიური რუკა

 

პირობითი ნიშნები