არსებული საკურორტო აქტივობა

დოღი

ბახმაროს დოღი ბევრ ადამიანს იზიდავს, ყოველწლიურად ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება და ფაქტიურად საკურორტო (ზაფხულის) სეზონის დასასრულს იმართება.

დოღი მდინარე ბახვისწყლის კალაპოტში ღია სივრცეში იმართება და ბევრ ადამიანს იტევს. წელიწადის ამ დროს მდინარე საგრძნობლად იკლებს და მისი გადაკვეთა ადვილია. რბოლის ტრასა ორივე ნაპირს გასწვრივ მიუყვება და ორ ადგილას კვეთს მდინარეს, სრულდება ბაზრის ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც დოღის სანახავად მოსულ მაყურებელს ადგილობრივი ნაწარმის დათვალიერებისა და შეძენის საშუალება აქვს.