შესავალი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ადგილი, როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის დასავლეთ რეგიონში და მისი მნიშვნელობის გაზრდის შესაძლებლობა.

ბახმარო მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ჩოხატაურიდან საავტომობილო გზით დაშორებულია 52 კმ-ით. უახლოესი სარკინიგზო სადგური მდებარეობს სოფელ საჯავახოში. ბახმარო გურიის პოპულარული საზაფხულო კურორტია. იგი მდებარეობს მდინარე ბახვისწყალის ხეობაში, მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1925-2050 მეტრის სიმაღლეზე და წარმოადგენს ნაძვისა და სოჭის ტყით გარშემორტყმულ ქვაბულს. შავი ზღვის სანაპიროდან ბახმარომდე პირდაპირი ხაზით 50 კილომეტრია. ბახმაროს სუბ-ალპური მთები

განეკუთვნება აჭარა-იმერეთის ქედებს, დასახლება მდებარეობს ჩარღმავებულ ამფითეატრში, რომელიც გარშემორტყმულია რბილი ფორმის 2600 მ.-მდე სიმაღლის მთებით.

ბახმარო საკურორტო ფუნქციით სარგებლობს მხოლოდ ზაფხულში და იქ არ არის მუდმივი მოსახლეობა. ზამთარში ამჟამად ბახმარო მიუღწევადია დიდთოვლობის გამო. გზა თოვლისგან  არ იწმინდება ამ პერიოდში იქ მოსახლეთა  არ ყოფნის გამო.

 

  • რუკა 1.1 - ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის მდებარეობა ასახულია „საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციულ რუკაზე“.

 

რეგიონული რუკები. არსებული და სამომავლო განვითარება.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის სამომავლო განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ურთიერთდამოკიდებულება და ჩართულობის შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოს რეგიონთან, მათ შორის კოლხეთის დაბლობთან, არსებულ სატრანსპრტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან, რაც ასახულია რუკებზე - „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის ადგილმდებარეობა დასავლეთ საქართველოს რეგიონის მასშტაბში“ და „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის ადგილმდებარეობა გურია-აჭარის მთების რეგიონის მასშტაბში“.

  • რუკა 1.2a - „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის ადგილმდებარეობა დასავლეთ საქართველოს რეგიონის მასშტაბში“
  • რუკა 1.2b - „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის ადგილმდებარეობა გურია-აჭარის მთების რეგიონის მასშტაბში“