საფეხმავლო ტურები, ველოტურები, საცხენოსნო ტურები, OFF-ROAD ტურები.
ბახმაროს ბუნებრივი პირობები იძლევა კურორტზე ზაფხულის მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც ხშირად სცდება საკურორტო არეალის საზღვრებს და მოიცავს მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც.
ბუნებრივი გარემოს შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი ტურისტული მარშრუტი, რომლებიც სამომავლოდ შესაძლებელია გარდაიქმნას კეთილმოწყობილ საფეხმავლო, საცხენოსნო თუ ველოსიპედისთვის განკუთვნილ ტურიტულ ბილიკებად.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არასრულყოფილი ინფორმაციის გამო, ვერ მოხერხდა თითოეული მარშრუტის სირთულის შეფასება, რომელიც აერთიანებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა რელიეფის დახრილობა, მარშრუტის სიგანე, მიწის ზედაპირის შემადგენლობა, ქვათაცვენის ალბათობა და ა.შ.
მარშრუტები დაიყო მათი სრული სიგრძის მიხედვით (კმ) ბახმაროს ცენტრიდან, თუმცა სამომავლოდ, მათი დაგეგმვისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ასპექტები.
შენიშვნა: ტურისტული ბილიკების დაგეგმვა/მონიშვნა უნდა განხორციელდეს „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად (# 475 2016 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი)
ტურისტულად საინტერესო ადგილები დანომრილია შესაბამისად, რუკაზე 12.1.2.
საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო მარშრუტები[1]
მოკლე მარშრუტები - 1 დღე
#6 - ლაშის ფერდი (2615 მ) – 6 კმ
#8 - მზის ჩასვლის მთა (2186 მ) - 2 კმ
#11 მზის ამოსვლის მთა (2508 მ) - 4,5 კმ
საშუალო სიგრძის მარშრუტები - 1-2 დღე
სოფელ მთისძირის მიმართულებით - 21 კმ
სოფელ ვაკიჯვრის მიმართულებით - 19 კმ
მგლის საწოლი (2614 მ) – 12 კმ
მელიაღელე - 10 კმ
#4 - კატრიანი (2566 მ) – 12 კმ
#12 - ზოტის მთა (2676 მ) - 12 კმ
ტბისსერი (2601 მ) – 14 კმ
საწერავი (2503 მ) – 16 კმ
გრძელი მარშრუტები - 2 დღეზე მეტი
#5 - ჯაჯის ტბა და მდინარე სუფსის სათავე - 38 კმ
#7 - გომისმთა (2000 მ) - 24 კმ
OFF-ROAD მარშრუტები
მგლის საწოლი (2614 მ) - 16 კმ
#7 - გომისმთა (2000 მ) - 30 კმ
დიდაჭარა – 52 კმ
#13 - ჭიდილას უღელტეხილი (2400 მ) - 11 კმ
შუახევის და ხულოს რაიონების მაღალმთიანი სოფლების მიმართულებით
[1] ტურის ხანგრძლივობა გათვლილია ფეხით გადაადგილებაზე.
#2 - საყორნია - 2755 მ ზღვის დონიდან
#3 - ბუქსიეთი - 2388 მ ზღვის დონიდან
#4 - კატრიანი - 2566 მ ზღვის დონიდან
#5 - ჯაჯის ტბა და მდინარე სუფსის სათავე
#6 - ლაშისფერდი - 2615 მ ზღვის დონიდან
#7 - გომისმთა - 2000 მ ზღვის დონიდან
#8 - მზის ჩასვლის მთა - 2186 მ ზღვის დონიდან
#9 - მდინარე ბახვისწყლის ხეობა
#11 - მზის ამოსვლის მთა - 2508 მ ზღვის დონიდან
#13 - ჭიდილას უღელტეხილი - 2400 მ ზღვის დონიდან