ზაფხულის სხვა აქტივობები

  • სპორტული მოედნები - საფეხბურთო და სარაგბო; ღია საკალათბურთო, სახელბურთო, საფრენბურთო და საჩოგბურთო, ასევე ღია საბავშვო სპორტული მოედნები და მათი განლაგების სავარაუდო ადგილები;
  • საფეხმავლო ბილიკები;
  • სამთო ველო-ბილიკების ქსელი;
  • სამთო ველო-გასეირნება;
  • ბაგირზე ჩამოკიდებით გადადგილება;
  • კედელზე ცოცვა;
  • პლაჟის ფრენბურთი;
  • ბატუტი გასაწელი თოკებით/ბავშვების გასართობი ზონა;
  • ლაშქრობები ბუნებაში;
  • ღამით ვარსკვლავების ჭვრეტა;
  • სპორტული ბანაკები;
  • კონფერენციები და სემინარები, ქორწილები, ოჯახური შეკრებები;
  • სამთო კონცერტები და ფესტივალები;
  • უფასო, ქუჩის რეგულარული გასართობი ღონისძიებები;
  • ფოიერვერკი;
  • ხელოვნების  ფესტივალები და ფერმერთა ბაზრობები - ხელოვნების  ფესტივალების და ფერმერთა ბაზრობების განთავსების სავარაუდო ადგილები;
  • საბაგიროთი ასვლა და მთიდან დაშვება ველოსიპედებით;
  • ღირშესანიშნაობების დათვალიერება საბაგირო გზით;
  • ბაგირით დაშვება;
  • ხეებზე ან თოკებზე ცოცვის პარკი;
  • ყველგანმავალი სატრანსპორტო საშუალება (4 x 4 ტური);
  • ტურები შვეულმფრენით  პარაგლაიდინგი;
  • კემპინგი (მოშორებულ ადგილას).

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე  „ტურისტული მარშრუტების, გადასახედი და საკარვე ადგილები და ზაფხულის სხვა აქტივობებიმოცემულია რუკებზე:

  • რუკა 12.1 –„ტურისტული მარშრუტების, გადასახედი და საკარვე ადგილების რუკა;
  • უკა 12.2 –„ზაფხულის აქტივობების რუკა“.

 

კურორტის ტურისტული აქტივობები

სამთო-საკურორტო თვისებების გარდა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბახმაროში როგორც ზაფხულის ასევე, ზამთრის სეზონის ტურისტული აქტივობების განსახორციელებლად, კურორტს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს ასევე მისი ეთნოკულტურული მახასიათებლები.

ადგილობრივი ტრადიციისამებრ, აქ ყოველწლიურად იმართება რეგიონული შეჯიბრი  დოღში, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში. მისი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ ტერიტორიის, როგორც დოღის გასამართი მოედნის კონსერვაცია.

ადგილობრივი ტრადიციის ერთ-ერთი სახეობაა მთა საყორნიაზე ხის ჯვრის ატანა. ამ ღონისძიებაში მრავალი ადამიანი იღებს მონაწილეობას, როგორც ადგილობრივები, ასევე კურორტის სტუმრები და შესაბამისად, ბახმაროს ზაფხულის ტურისტული აქტივობების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბახმაროში ისეთი ტურისტული აქტივობების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის კურორტის მნიშვნელობას ზაფხულის სეზონზე. ამისთვის, აუცილებელია, განვითარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  • ტურისტული საინფორმაციო ცენტრი - კურორტის ისტორიულ ცენტრში;
  • საკარვე და ტრეილერ-პარკი - მდინარე ბაისურასა და ბახვისწყლის შესართავ ხეობაში;
  • ველოსახელსნოები და ველოგაქირავების/მომსახურების პუნქტი - მთავარი საგზაო არტერიების კვეთასთან;
  • სამთო ველოპარკი - ველოსიპედისთვის სპeციალური კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ველოსიპედთ სხვადასხვა ილეთების შესრულება;
  • ტურისტული სამარშრუტო რუკების (12.1.1 და 12.1.2) მიხედვით საფეხმავლო, საცხენოსნო და საველოსიპედე ბილიკების მონიშვნა, კეთილმოწყობა;

საპიკნიკე და გადმოსახედი ადგილები ბილიკებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების სიახლოვეს.

 

 

ბახმაროს რელიეფი იძლევა ზაფხულის სეზონზე Off-Road ტურიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობას, რისთვისაც ადგილზე ავტომობილის და კვადროციკლების დაქირავების პუნქტებიც უნდა არსებობდეს.

 

ეკოტურიზმი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განსაკუთრებული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ტრადიციული ტურისტული აქტივობების გარდა, არსებობს ეკოტურიზმის მრავალი ნაირსახეობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ეკო-სოციალური ლანდშაფტის შენარჩუნება. ტურიზმის ამ მიმართულების ხელშეწყობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა როგორც ბახმაროს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნების, ასევე კურორტის სოციო-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

 

აგროტურიზმი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიას აქტიურად იყენებდნენ და კვლავაც იყენებენ  ზაფხულის საძოვრებად, გურიისა და ზემო აჭარის მოსახლეობა პირუტყვებისთვის. გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე ამოყავთ პირუტყივი და მინდვრებზე აბალახებენ.

დღეს სასოფლო დასახლებებს და თავად სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კურორტის ნატურალური საკვები და სხვა პროდუქციით მომარაგებაში.

ტურიზმის თვალსაზრისით, ბახმაროს მიმდებარე სასოფლო დასახლებები დიდ პოტენციალს ქმნის იქ საზაფხულო აქტივობების დასაგეგმად და განსავითარებლად. აგროტურიზმი ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა მსგავსი ბუნებრივი პირობების მქონე რეგიონებში მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ბახმაროს საკურორტო ტერიტორიის პოტენციალი ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მისი სამომავლო განვითარების დაგეგმვისას.

დაგეგმვისა და მართვის ეტაპზე ხელი  უნდა შეეწყოს კურორტთან ერთად ამ  კომპონენტის ჰარმონიულ განვითარებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის სექტორის მიმართულებით.

 

კემპინგი - ტრეილერ პარკი და საკარვე ადგილები

საზაფხულო ტურისტული აქტივობების ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკარვე ადგილებისა და ე.წ. ტრეილერ პარკის მოწყობა. არსებული ბუნებრივი პირობებისა და მიწის სამომავლო გამოყენების გეგმის გათვალისწინებით, ამ მხრივ ხელსაყრელ მდებარეობად გვესახება მდინარეების ბაისურასა და ბახვისწყლის შესართავი ხეობა, ტყისპირი, რომელიც მდინარის დატბორვის არეალს წარმოადგენს და შესაბამისად, ზღუდავს ამ ტერიტორიაზე განაშენიანების შესაძლებობას. თავის მხრივ, მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არ მოითხოვს დიდ ჩარევას ბუნებრივ გარემოში, შემოიფარგლება რა დროებითი ნაგებობების არსებობით და მდინარის წყალუხვობის პერიოდში მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში, ზარალი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რადგანაც, გაზაფხული არ მიიჩნევა აქტიურ ტურისტულ სეზონად.

საკარვე ადგილის მდებარეობა გამართლებულია ასევე იმის გათვალისწინებით, რომ იგი გარკვეულწილად წარმოადგენს ტურისტული მარშრუტების კვანძს, საიდანაც რამდენიმეძირითადი ბილიკი მიემართება მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებისკენ, როგორებიცაა, ობოლი ქვა, მთა ბუქსიეთი (2388მ), მთა ლაშისფერდი (2618მ), ზოტიყელი და სხვა საზაფხულო დასახლებები, რომელიც ასევე მიმზიდველია სათავგადასავლო ტურიზმის აქტივობების განსახორციელებლად.

 

საპიკნიკე და გადმოსახედი ადგილები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია გარშემორტყმულია მთებით, რომელთამწვერვალებიდანაც  საუცხოო ხედები იშლება. საკმაოდ პოპულარულია მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის მთები. ისინი სწორედ გურიის და კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტის საცქერლადა გამოიყენება, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფონზე. ამავე ადგილების სიახლოვეს, დამსვენებლის მეტი კომფორტისათვის, შესაძლებელია მცირე ზომის კაფეების განთავსებაც, რაც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შემატებს ამ ადგილებს.

გადასახედი ადგილების შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი და კულტურული ღირებულების გამოვლენა და შესაბამისი ურბანული თუ ლანდშაფტის დიზაინის ამოცანების დასახვა.

გარდა ამისა, სამარშრუტო ბილიკებზე მნიშვნელოვანია არსებობდეს გამოყოფილი საპიკნიკე ადგილები, რომელთა საჭიროება და ლოკაცია უნდა განისაზღვროს კონკრეტული ბილიკის დაგეგმვის პროცესში.

სამთო ველოპარკი

ზაფხულის ტურისტული აქტივობის მნიშვნელოვანი ასპექტია სამთო ველოსპორტი. ამ კუთხით აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა მოიცავს სამთო ველოპარკის შექმნას, ბილიკებით, ხელოვნური ბარიერებითა და სხვა აუცილებელი ელემენტებით.

სამთო ველოპარკი შესაძლებელია შეიქმნას სათხილამურო ბილიკების არეალში, რომელთა ტექნიკური მახასიათებლებიც შეესაბამება ექსტრემალური ველოაქტივობისთვის აუცილებელ წინაპირობებს (დახრილობა, სიგანე, მიწის ზედაპირი და ა.შ).

შესაბამისად, სათხილამურო არეალების განსაზღვრის შემდგომ, ასევე შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონისთვის სამთო ველოპარკის შექმნის განხილვაც.