ზამთრის აქტივობები

ზამთრის აქტივობები და ტურისტული მომსახურების საშუალებები მოიცავს: თხილამურებით და სნოუბორდით (თოვლის დაფით) სრიალს, ტურებს თოვლმავალი მანქანით; გასაბერ ციგებზე სრიალს; ყინულზე სრიალს და სხვა.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია ზამთრის სეზონზე ფუნქციონირებისას შესაძლოა მიმზიდველი იყოს ზამთრის შემდეგი აქტივობებისთვის:

  • შეჯიბრებები (თხილამურები, სნოუბორდი (დაფით სრიალი), სირბილი, ველორბოლა, ტრიატლონი);
  • ტურები თოვლმავალი მანქანით;
  • ეტლებში შებმული ცხენები;
  • გასაბერ ციგებზე სრიალი;
  • ყინულზე სრიალი;
  • ღამის ფესტივალები/ღონისძიებები ფოიერვერკებით;
  • „სნოუშუინგი“;
  • სათხილამურო არეალში რელიეფური პარკი;
  • სამარხილო-სასრიალო გორაკი;
  • საგუნდაო მოედანი - საგუნდაო მოედანების სავარაუდო განთავსების ადგილები;
  • სპა, ორთქლის აბანო;
  • ჰელი სქი - შვეულმფრენის პორტი;
  • გაუკვალავ გზებზე სრიალი გიდის დახმარებით ;
  • პარაგლაიდინგი.

ილუსტრაცია 11.1 (2017 წელი) ბახმაროში მიმდინარე ზამთრის აქტივობები