სამკურნალო ფაქტორი

ბახმაროს სამკურნალო ფაქტორი მისი სპეციფიკური ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობს. ბახმაროს ჰაერი წარმოადგენს მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავს. 1922 წელის ბახმაროში გაემგზავრა (მეორე) სამეცნიერო ექსპედიცია (პრ. ალ. ალადაშვილის ხემძღვანელობით) რათა შეესწავლათ და დაედგინათ ბახმაროს სამკურნალო ფაქტორის პოტენციალი. ექსპედიციის მიერ ჩატარებული ხანმოკლე დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ფილტვების, ჯირკვლებისა და ძვლის ტუბერკულიოზის ახალი ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ბახმაროში მკურნალობის შემდეგ აღენიშნებოდათ საგრძნობი გაუმჯობესება. ამავე წელს ექსპედიციის საფუძველზე ბახმარო გამოცხადდა რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად.

მომდევნო წლებში გაგრძელდა კურორტის სამკურნალო თვისებებზე დაკვირვება და სამეცნიერო შრომების შექმნა. ექიმი ა. ინგოროყვას დაკვირვებით ბახმაროს კლიმატი დადებითად მოქმედებს აგრეთვე მალარიით  დაავადებულ ავადმყოფებზე. მას შეჯამებული აქვს 1924 -27 წლების დაკვირვება, სადაც, ასევე გამოყოფს ტუბერკულიოზის მკურნალობასა და ძვალ-სახსრის ტუბერკულიოზს, განსაკუთრებით ბავშვებში.

ბახმაროს მთის კლიმატის ორგანიზმზე მოქმედების (ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი) შემდეგი ფაქტორებია: დაბალი ატმოსფერული წნევა, ულტრაიისფერი სხივების რადიაცია, ჰაერის იონიზაცია, ტემპერატურა, ტენიანობა, მცენარეული ბუნება.

კომპლექსური მკურნალობის მეთოდებია: აეროთერაპია, დიეტური თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, აერო-ჰელიოთერაპია.

წყარო:

აგარაკი ბახმარო  / [წინასიტყვ. ავტ.: ა. ალადაშვილი]. - ტფ., 1926

აგარაკი ბახმარო  / შედგენილი ექიმ ავთ. ინგოროყვას მიერ. - ბათომი, 1928.

ბახმარო  / საქართველოს პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპ. საბჭო. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1982. - 74გვ.

 

ბახმაროსა და საქართველოში არსებული სხვა სამთო-სათხილამურო და ზაფხულის მთის კურორტების შედარება

ბაკურიანი

ბაკურიანის ყველაზე მაღალი სათხილამურო მთა კოხტა 2100 მეტრზეა, შვეული ვარდნით 500. კლიმატი ცვალებადია, ნოტიო და ნაკლებად ნოტიო კონტინენტური. ზამთარი ნაკლებად ცივია, ხოლო ზაფხული უფრო გრძელია და მეტად თბილია ვიდრე ბახმაროში. ბახმაროში ორჯერ მეტი წლიური ნალექიანობაა  (ბაკურიანი 734 მმ. ბახმარო 1,602 მმ.)

საშუალო ტემპერატურა ბაკურიანში 4.3° с-ია, ცოტათი მეტი ვიდრე ბახმაროში: 3.35°с, იანვარში -7.3°с (ბახმაროში: -5.2°с) აგვისტოში 15°с (ბახმაროში: 13.4°с).

ბაკურიანთან შედარებით, ბახმაროს  უკეთესი კლიმატური პირობები აქვს ზამთრის სპორტისთვის (მეტი თოვლი მოდის და  ზამთარშიც მეტად დაბალი ტემპერატურაა) და შესაძლოა უკეთესი სათხილამურო რელიეფებია, თუ განვითარდება ზოტიყელის, აჭარის მიმართულებით. ასევე  ბახმაროში ზაფხულში მეტი მზიანი დღეა ვიდრე ბაკურიანში.

გუდაური

გუდაური არის ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთით 120 კილომეტრში, მდებარეობს ზღვის დონიდან 2,196 მეტრზე. გუდაურის კლიმატი და ტოპოგრაფია გამომდინარეობს კავკასიონის ქედის ხასიათიდან.  გუდაურის მთავარი უპირატესობა მის სიმაღლეშია (2,200-3,00 მეტრამდე). შესაბამისად ტემპერატურა დაბალია, რაც დიდი ხნით ინარჩუნებს თოვლის საფარს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბახმაროში თოვლის ნალექი უფრო მეტია ვიდრე გუდაურში და საფარის  სიმაღლეც შესაბამისად მეტია.  ასევე, ჰელისკისთვის გამოსადეგი სივრცეც უფრო მეტია ბახმაროში ვიდრე გუდაურში.

ბახმაროში თოვლის საფარი უფრო სტაბილურია  ზამთრის განმავლობაში. საშუალო ტემბერატურა 0°с-ია დეკემბრიდან გვიან მარტამდე.

ტოპოგრაფიის მახასიათებლით საერთაშორისო სტანდარტით სათხილამურო არეალი დამწყებ, საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის მოთხილამურეთათვისაა განკუთვლინი, როდესაც გუდაურს შვეული ვარდნების სიმაღლეები აძლევს უპირატესობას იყოს საერთაშორისო მასშტაბის სათხილამურო კურორტი.

საქართველოს მთავარ ქალაქებსა და სამთო კურორტებს შორის საავტომობილო მანძილები და სავალი დრო