შესავალი

საკონსულტაციო ცენტრმა "გეოგრაფიკმა", მოამზადა ბახმნაროს სარეკრეაციო ტერიტორიის სამთო-სათხილამურო განვითარების ხედვა. ამდოკუმენტში შემუშავებული რეკომენდაციები ემყარება "გეოგრაფიკი"-ს მიერ წინასწარ ჩატარებული შეფასებისა და ტექნიკური კვლევების შედეგებს.

პროექტის დამუშავებისას, ბახმაროს საკვლევ ტერიტორიაზე, განხორციელდა დეტალური 4 სეზონიანი საველე კვლევები, რომლის ფარგლებშიც დაზუსტდა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი, მათშორის:

  1. არსებული რელიეფის და მისი გეოპლასტიკური ცვლილებების შესაძლებლობები;
  2. თოვლის საფარის სრული დინამიკა (შემოდგომიდან გაზაფხულამდე);
  3. თოვლის საფარზე ქარის ზემოქმედების კონკრეტული შედეგები;
  4. გრუნტის, ზედაპირული და ჰიდროგრაფიული ქსელის გავლენა სამთო-სასრიალო პირობებზე;
  5. საკვანძო სამთო-სათხილამურო უბნების საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირება და პირველადი შეფასება;
  6. საბაზო ტერიტორიებზე ე.წ. ,,სნოუ-ფრონტების" განვითარების შესაძლებლობები;
  7. თოვლის საფარის მდგომარეობა;
  8. საზვავე პირობების ანალიზი.

აღნიშნული სეზონური კვლევები განხორციელდა 6 საველე ექსპედიციით (მათ შორის 1 ჰელი-სკის მეთოდით) და ჯამში მოიცავდა 12 დღეს.

ილუსტრაცია 3.7.1-ზე ასახულია ისტორიული და ბოლო პერიოდის (ძირითადათ კამერალური და 1 დღიანი არაზამთრის პერიოდის კვლევის შედეგად მიღებული გეგმები) კვლევის შედეგებისა და მიმდინარე პროექტის ფარგლებში "გეოგრაფიკის" მიერ განხორციელებული შედეგების ინტეგრირება (ზედდება) დეტალური საველე კვლევის შედეგებით მიღებული ცვლილებების წარმოჩენის მიზნით.

ილუსტრაცია 3.7.1 სამთო-სასრიალოგანვითარების ვარიანტები

 

დასკვნები

  1. პროექტამდე იდენტიფიცირებულ და რეკომენდირებულ სასრიალო არეალებს გააჩნიათ გეომორფოლოგიურად რთული პირობები სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თავლსაზრისით; აღნიშნული გულისხმობს ღრმა ხევებს, მკაფიოდ გამოკვეთილ თხილამურებითა და სნოუბორდით რთულად გადასაკვეთ სერებსა და წედებს, სამომავლოდ გადაკვეთის უზრუნველყოფის მიზნით ლანდშაფტში ნეგატიური საინჟინრო ჩარევების აუცილებლობას სასრიალო დახრების, სასრიალო ტრასების კავშირების შექმნისა და ღრმა ხევების გადაკვეთის უზრუნველყოფის გამო;
  2. თოვლის საფარი ზოგადად სტაბილურია და დიდი; მოდის ადრე (ნოემბერი) და დნება გვიან (აპრილის ბოლო მაისი) და ჩრდილოეთის ექსპოზიციებზე მიმზიდველ ხასიათს ატარებს, თუმცა თოვლის საფარის ექსპოზიციური დამოკიდებულება ვლინდება მიკრო-რელიეფს (რელიეფის დაბალი რანგის ფორმები) დონეზეც კი ტყის საფარის ზედა ნიშნულებზე;
  3. საველე კვლევების გარდა, განხორციელდა ქარების მოდელირება ფერდობების მიხედვით მთელს საკვლევ ტერიტორიაზე სპეციალური გის-ის პროგრამების გამოყენებით, მოხდა არსებული მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურების მონაცემების ინტეგრირებული დამუშავება და ანალიზი, დამუშავდა და გაანალიზდა დისტანციური დაკვირვების კამერების გამოსახულებები; საველე დაკვირვებებთან ერთად კონკრეტულად დაგინდა სამთო-სათხილამურო ობიექტებისათვის მიუღებელი ადგილები (მუდმვი ქარი, მუდმივად გადახვეტილი ადგილები), რაც საფუძვლად დაედო წარმოდგენილ გეგმას;
  4. სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ჰიდროლოგიური და ჰიდრო-გეოლოგიური ფონი არის დადებითი, თუმცა კარგად არის გასააზრებელი გაზაფხულის პირობებში კონკრეტულ უბნებზე ხევების გადაკვეთის საინჟინრო გადაწყვეტილებების საკითხი დეტალური საპროექტო სამუშაოების პროცესში;
  5. საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოეკოლოგიური თვალსაზრისით ახღსანიშნავია ორი ზირითადი პრობლემა:

    ა) ბახმაროს ტერიტორიაზე მდ. ბახვისწყალის ტაფობში და მისი ჩრდილო შენაკადის (ლაშის ფერდიდან მომავალი მდინარე) პირველი ტერასების საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით დასაშვები ექსტენსიფიკაცია მდგრადი ნაპირების უზრუნველყოფისა და სასარგებლო ტერიტორიების გაჩენის მიზნით (არსებული ,,უკულტუროდ" მიგდებული დეგრადირებული და სახიფათო კალაპოტის სანაცვლოდ);

  6. ზოგადად გამოიკვეთა, რომ სამთო-სათხილამურო თვალსაზრისით თოვლის საუკეთესო საფარი (ხანგრძლივი, დიდი და ,,ხარისხიანი") ვრცელდება ბახვისწყალის მდინარის ტალვეგის ნიშნულიდანვე ჩრდილოეთ ექსპოზიციებზე ტყის ზოლის ზედა ზღვარამდე, და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ზღვარის ზემოთაც, ქარისგან დაცული, ან ქარის გამო თოვლის სტაბილურად აკუმულირების (უქარო ან ქარის ჩრდილებში მყოფი რელიეფის განიერი და უარყოფითი ფორმები) ადგილებში;
  7. საზვავე ფერდების ანალიზმა ცხდყო, რომ მათ მიერ შექმნილი შესაძლო რისკები მართვადია და არ წარმოადგენს პრობლემას სამთო-სათხილამურო ინფრასტრუტურის განვითარებისთვის შესაბამისი ხელოვნური მართვის მარტივი საშუალებების უზრუნველყოფის შემთხვევაში.

აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით წარმოდგენილი სამთო-სათხილამურო ინრასტრუქტურის გავითარების ახალი გენერალური გეგმა განსხვავდება ამ პროექტამდე არსებული ცოდნისაგან და შესაბამისი გეგმებისაგან, რაც ასახულია შესაბამის ილუსტრაცია 3.7.1-ზე.

 

გეგმარებითი ფაქტორები

მთის სამთო-სათხილამურო გენგეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს საკვლევი ტერიტორიის მეცნიერულ დაკვირვებას, ეკოლოგიური - გამაჯანსაღებელი თვისებების და ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებას, აერო ფოტოების და ტოპოგრაფიული რუკების შესწავლას, სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელირებას, ადგილზე საველე სამუშაოების ჩატარებას და ანალიტიკური გეგმარებითი და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

გასათვალისწინებელია საკვლევი ტერიტორიის ისეთი ფიზიკური მახასიათებლები როგორიც არის:

  • ბუნებრივი რესურსები
  • კლიმატი
  • რელიეფი
  • სტიქიური მოვლენები
  • ვიზუალური რესურსები
  • რეკრეაციული რესურსები

იმისათვის რომ სწორად დაიგეგმოს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ასევე მხედველობაშია მისაღები შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები:

  • მიღწევადობა
  • ტევადობა
  • სეზონის ხანგრძლივობა
  • ინფრასტრუქტურის ღირებულება
  • კაპიტალური დანახარჯები
  • ოპერირების ეფექტურობა
  • საშემოსავლო წყაროები
  • ადამიანური რესურსები

ყოველ სამთო-სათხილამუროდ გამოსადეგ ტერიტორიას გააჩნია ამ მახასიათებლების განსხვავებული ნაზავი. მნიშვნელოვანია გააზრებულ იქნას ყოველი ინდივიდუალური პროექტის ფიზიკური, საბაზრო და ეკონომიკური მხარეები.

 

ტერიტორიის დაგეგმარების მიზნები

სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ინფრასტრუქტურის წარმატებული განვითარების პირველადი მიზანია უზრუნველყოს კარგად დაბალანსებული და ხელსაყრელი პირობები, რათა შექმნას სტუმართათვის დადებითი, დასამახსოვრებელი გარემო და შესთავაზოს მათ რეკრეაციული შესაძლებლობები მთელი წლის განმავლობაში. ამ პოტენციალის ოპტიმიზაციისთვის ჩვენმა გეგმარებითმა გუნდმა ჩამოაყალიბა ის ხუთი მიზანი, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად სახელმძღვანელოს  სამთო დაგეგმარების პროცესში.

  • შეიქმნას მაღალი ხარისხის, მთელი ქვეყნის მასშტაბითა და რეგიონალურად აღიარებული ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც გვთავაზობს გამაჯანსაღებელი აქტივობების ფართო არჩევანს ძალზედ მიმზიდველ ბუნებრივ გარემოში.
  • შეფასდეს შესაძლებლობები მრავალმხრივი გამაჯანსაღებელი დანიშნულებებისათვის ფართო კლიენტურის მოსაზიდად.
  • შეიქმნას სამთო-სათხილამურო და ზოგადად ტურისტული  ინფრასტრუქტურა, რომელიც მდგრადია და ინტეგრირდება არსებულ ბუნებრივ გარემოში.
  • შეიქმნას დეველოპმენტი რომელიც წარმატებული და მომგებიანია ყველა მონაწილე მხარისათვის.
  • შეიქმნას უნიკალური რეკრეაციული ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკას და რეგიონში შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს.