ფიზიკურ - გეოგრაფიული დახასიათება

ზამთრის სპორტის სახეობათა განხორციელება და ხარისხი უკიდერუსად არის დამოკიდებული ყოველი კონკრეტული ადგილის ტოპოგრაფიულ მახასიათებლებზე. ფიზიკურ-გეოგრაფიული მონაცემები რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ სათხილამურო სახეობებზე გამოიხატება შემდეგი გარემოებებით: ასპექტი(ექსპოზიცია), დახრა, დახრის ხაზების ცვალებადობა და სიმაღლეთა დონეები.

სულ გამოკვლეულ იქნა ტერიტორია, რომელიც მოიცავს 2300 ჰექტრამდე არეალს და მდებარეობს 40° ჩრდილოეთ განედზე, ზღვის დონიდან 1800 მ.-დან 2700 მ.-მდე, დიდი ფართობის ძირითადად ჩრდილოეთისაკენ მიმართული ადგილმდებარეობის სათხილამურო ფერდების მქონე მაღლობზე. გამოიკვეთება ასევე რამდენიმე აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმართული ფერდებიც. სასრიალოდ რეკომენდირებული მთის ფერდობები ხვდება მთათა სისტემის ფარგლებში, რომლებიც ხელსაყრელია ტურიზმზე დაფუძნებული სამთო-სათხილამურო სპორტისათვის. ამასთან ერთად შავი ზღვის სიახლოვე და აქედან გამომდინარე უხვი თოვლი, ქმნის განუმეორებელ გარემოს სათხილამურო სპორტისა და აგრეთვე საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის.

 

ფერდობის დახრის ანალიზი

ფერდობის ქანობს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სათხილამურო გზების სავარაუდო ადგილმდებარეობის შეფასებისას. გეოგრაფიკმა, სიმაღლის ვერტიკალური ვარდნის 5 მეტრიანი ბიჯით, კარტოგრაფიულად შეისწავლა საკვლევი არეალის ფერდობები და შეადგინა ფერდობის დახრის ანალიზის რუკა 3.7.4 ამ რუკაზე, დახრილობის გრადაციები გამოსახულია განსხვავებული ფერებით, რომლებიც გამოხატავენ სასრიალო მონაკვეთებს მოთხილამურეთა სხვადასხვა კატეგორიებისთვის. ცხრილ 3.7.1-ში მოყვანილია ფერდობის გრადაციის ხუთი საფეხური ფერებისა და დახრილობის მიხედვით და

მათი შესაბამისობა სათხილამურო კატეგორიებთან. თეთრი ფერის არეალები ზედმეტად ბრტყელია სასრიალოდ; წითელი არეალი სრიალისთვის ზედმეტად ციცაბო და გამოუსადეგარი; ფერდობის დახრის ანალიზის რუკაზე სასრილოდ იდეალური ზონები გამოსახულია მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერებით.

ფერდობის დახრილობა

ფერი

სრიალის/სნოუბორდით (დაფით) სრალის სახე

0%-დან 8%-მდე

თეთრი

ბრტყელი ტერიტორია, სრიალის არმცოდნეთათვის

8%-დან 25%-მდე

მწვანე

დამწყებთა და ახალბედა მოთხილამურეთათვის

25%-დან 45%-მდე

ყვითელი

საშუალო დონის მოთხილამურეთათვის

45%-დან 70%-მდე

ლურჯი

გამოცდილდა დახელოვნებულ მოთხილამურეთათვის

70% +

წითელი

სათხილამუროდ უვარგისი, საშიში ზონა

ცხრილი 3.7.1 მთის ფერდობის ანალიზი

 

რუკაზე ფერდობის დახრის ანალიზმა გამოავლინა რომ, პოტენციური სასრიალო ტრასების უმეტესობა ყვითელი და მწვანე ფერისაა. ამგვარად საკვლევ ტერიტორიაზე უხვადაა ტრასები დამწყებ და საშუალო მოსრიალეებისათვის.ასევე საკმარისად არის ლურჯი ფერის მონაკვეთები გამოცდილთათვისაც. უმნიშვნელოდ გამოკვეთილი დახრილი მონაკვეთების ნიველირება, ტრასის კატეგორიასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, შეიძლება მოხდეს მიწის სამუშაოებით.

ფერდობის დახრის ანალიზი, ასპექტისა და სიმაღლის ანალიზთან ერთად წარმოადგენს უაღესად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ხარისხიანი სასრიალო ადგილების და სათხილამურო ინფრასტრუქტურის გასანვითარებლად. მთის ფერდობის დახრის ანალიზი არის საფუძველი, რაზეც მოგვიანებით უნდა დაეყრდნოს მთის შემდგომი დეტალური დაგეგმარება.

 

მოსრიალის სასიარულო მანძილი (მსმ)

დიდი მნიშვნელობა აქვს დაშორებას საბაგიროების ქვედა სადგურებსა და საცხოვრებელს ან ავტოსადგომებს შორის. ისინი ვინც საბაგიროს ქვედა სადგურებიდან მოშორებით ცხოვრობენ, ავტომანქანებით გადაადგილდებიან ან შორი მანძილის გავლა უწევთ ფეხით. ეს ყველაფერი მთლიანად კურორტის სატრანსპორტო მოთხოვნაზე აისახება. მოსრიალეთა კომფორტულად სასიარულო მანძილი განისაზღვრება როგორც დისტანცია რომლის გავლაც სათხიულამურო ფეხსაცმლით და მთელი აღჭურვილობით 10 წუთში შეიძლება. საშუალო სასიარულო სიჩქარიდან გამომდინარე 2,5 კმ საათში, ეს მანძილი 400 მეტრით განისაზღვრება. რელიეფის სიმაღლეში ყოველ 1 მეტრ მატებასთან ერთად მანძილი მცირდება 4 მეტრით. საცხოვრებელი შენობის საბაგირო სადგურზე მაღლა მდებარეობის შემთხვევაში, მოსრიალის სასიარულო მანძილი გაიზომება უახლოესი სასრიალო ტრასიდან, თუ არსებობს თხილამურებით ან სნოუბორდით შენობასთან მისრიალების ან გამოსრიალების ("სკი-ინ" / "სკი-ოუტ" ) შესაძლებლობა.

"მოსრიალის სასიარულო მანძილი" კურორტის ცენტრის და ავტოსადგომების საბაგირო სადგურებთან მიმართებაში განლაგების განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ ზონაში განთავსებული სასტუმროები, საცხოვრებელი, რესტორნები და კაფეები უფრო დატვირთულია და დამსვენებლისათვის სარგებლობა კომფორტული და ხელსაყრელია. მოსრიალის სასიარულო მანძილის ფარგლებში განთავსებულ უძრავ ქონებაზე და ავტოსადგომებზე მეტი მოთხოვნილებაა.

 

კლიმატური პირობები

კლიმატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზოგადად სამთო-სათხილამურო კურორტების და სპორტული-გამაჯანსაღებელი აქტივობების დაგეგმვისას. გასათვალისწინებელია ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექიანობა, ქარი და სხვა. საკმარისი სისქის თოვლის საფარი სასიცოცხლო ფაქტორია სათხილამურო სეზონისათვის.

"გეოგრაფიკმა" შეისწავლა ბახმაროში მეტეოროლოგიური მონაცემები (ტემპერატურა, ქარი, ნალექიანობა).

ბახმაროს კლიმატური თავისებურებები გამოირჩევა ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმით. მზის რადიაციის და ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა მაღალია. უბერავს ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურით -5.2°ჩ. ზაფხული ზომიერად გრილია და აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13.4°ჩ . ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1975 საათი. შეფარდებითი სინოტივე 73%. გრილი ზაფხული და რბილი ზამთარი, სითბოსა და შავი ზღვის ტენიანი ჰაერის ნაკადების ერთობლიობით გამოწვეული უხვი თოვლი, ზღვისა და მთის ჰაერის ნაზავი, რაც უხვ ნალექს იწვევს ასეთ ოროგრაფიული მდებარეობაში, ასევე მზიანი საათების ხანგრძლივობა, ტემპერატურული ცვლილებების მცირე ამპლიტუდა, მზისა და ულტრაიისფერი გამსხივების მაღალი მაჩვენებელი და თითქმის მტვრისგან დაწმენდილი ჰაერი ხელს უწყობს ბახმაროს იყოს იშვიათი მეტეოროლოგიური პირობების სარეკრეაციო ადგილი. სასრიალოდ აქ კომფორტული და უსაფრთხო კლიმატური პირობებია. თუმცა თუ ტემპერატურის გლობალური მატება გაგრძელდა, ეს შეიძლება აისახოს თოვლის რაოდენობასა და ხარისხზე.

ზოგ მაღალმთიან ზონებში არსებობს ძლიერი ქარის პრობლემა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ხელს უშლის თოვლის გაჩერებას. ამისთვის საჭიროა მოეწყოს ქარსაცავი ღობეები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აგრეთვე შეიცვალა თოვლის რაოდენობა. "გეოგრაფიკი" აღნიშნავს, რომ ქარის მხრივ პრობლემატური ადგილების დასაზუსტებლად, თოვლის დამცავი ქარსაწინააღმდეგო ღობეების პარამეტრების განსასაზღვრად და თოვლის საფარის სიღრმის ზუსტად დასადგენად საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები. სასრიალოდ ხელსაყრელი ფერდები შერჩეულ იქნა ქარის ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ტემპერატურა

ტემპერატურა ნაკლებად ცვალებადია ძლიერი ზღვიური გავლენის გამო. იანვარი და თებერვალი ყველაზე ცივი თვეებია, ხოლო ივლისი და აგვისტო ყველაზე თბილი. სეზონების განმავლობაში საშუალო ტემპერატურაა:

  • ზამთარი: - 4°c
  • გაზაფხული: +2°c
  • ზაფხული: +12°c
  • შემოდგომა: +6°c

წლიური საშუალო ტემპერატურაა +3.4°c, 116 ყინვიანი და 256 თბილი დღით. ცხრილი 3.7.2-ში მოცემულია ბახმაროს ტემპერატურული მონაცემები (1926 მ. ზღვის დონიდან). ზამთრის სეზონი მონიშნულია ლურჯად.

 

ნალექი

ბახმაროს საშუალო  ნალექიანობა (203 დღე წელიწადში) აღწევს საკმაოდ მაღალ 1602 მმ. ნიშნულს, რაც ჰაერის 70-75% ტენიანობას შეადგენს. ნალექის უმეტესი ნაწილი მოდის შემოდგომაზე (თვიური უმაღლესი ნალექიანობა შემოდგომაზე: 196 მმ.) და ზამთარში (თვიური უმაღლესი ნალექიანობა 154 მმ.), აქედან 40% მოდის თოვლის სახით, მაშინ როდესაც გაზაფხულზე და ზაფხულში მინიმალური ნალექიანობაა (ყველაზე ნაკლები აპრილში: 74მმ.). არსებული მონაცემების მიხედვით, თოვლიანი დღეების რაოდენობა შეადგენს 189 დღეს წელიწადში. პირველი თოვლი საშუალოდ შუა ოქტომბერში მოდის, მნიშვნელოვანი თოვლის საფარი კი შუა ნოემბერში ჩნდება. მნიშვნელოვანი თოვლის საფარი ქრება დაახლოებით შუა მაისში, სრულად კი მაისის მეორე ნახევარში. ამგვარად, მნიშვნელოვანი თოვლის საფარი შედარებით გვიან ქრება, რაც ახანგრძლივებს ზამთრის სპორტულ სეზონს. თუმცა ზამთარი (189 დღე ნოემრიდან აპრილამდე) მეტწილად ხასიათდება 0°c-ს ქვემოთ ტემპერატურით და ძლიერი თოვლის საფარით, არის 116 დღე

ზამთრის პერიოდში დადებითი ტემპერატურის პიკითაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თოვლის საფარის ზედა ფენების დნობა. როგორც ნაჩვენებია ცხრილ 4-ში, მნიშვნელოვანი თოვლის ვარდნა შეინიშნება დეკემბრის დასაწყისიდან  და შუა პერიოდიდან მოყოლებული, 2.18 მ. ნიშნულის მიღწევით გვიან თებერვალში და მეორე პიკით შუა მარტში, ნიშნულით 2.25 მ. თუმცა მალევე დნება მარტში.

 

მზე

ბახმარო წელიწადში 1900 საათის განმავლოაბში იღებს მზის სხივებს.

აქედან მხოლოდ 600 საათი მოდის ზაფხულზე. მზის სხივებსი საათობრივი რაოდენობი პიკი არის ივნისში (220 საათი), ხოლო ყვეალაზე დაბალია მაჩვენებლი დეკემბერში (98 საათი). ამას გარდა, ბახმარო არ ხასიათდება შემაწუხებლად ცხელი დღეებით. ზამთარი გამორჩეულია განსაკუთრებით ნათელი, მზიანი და მშვიდი დღეებით. ზაფხულში ცხელი დღეები იშვიათია, რის გამოც ბახმაროში ზაფხულიც და ზამთარიც სასიამვნო გასატერებელია.  ეს განპირობებულია შავი ზღვის მხრიდან გავრცელებული თბილი, ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით, რაც შედარებით რბილი კლიმატის და მტვერისაგან სუფთა ჰაერის წინაპირობაა, გამოწვეული მთისა და ზღვის კლიმატის იშვიათი ჰარმონიზებით.

 

ქარი

ზამთრის კურორტის შეფასებსიას მნიშვნელოვანია ქარის მონაცემები. გასათვალისწინებელია ქარის სიჩქარე და მიმართულებები. ძლიერი ქარი ხელს უშლის საბაგიროების ოპერირებას და ტურისტებსითვის არასასიამოვნო განცდას ქმნის. ბამხმაროში ქარები ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმსოავლეთიდან ქრის გაზაფხულსა და ზაფხულში. სლიური საშუალო სიჩქარეა 2.2 მ/წმ, მაშინ როდესაცსიჩქარე ორჯერ მატულობს ივლისიდან იანვრამდე აღწევს რა 3.2 მ.წმ-ს  თებერვალში. ეს მონაცემები თუმცა დაბალია, ეხება მხოლოდ ბახმაროს დასახლებას, ქარის მდგომარეობას ხეობაში. მსგავსი მონაცემები უფრო

მაღალია მთების ზედა ნაწილში, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდგომ გეგმარებით ეტაპებზე. ჩვენ მოვახდინეთ ქარების მოდელირება და შევადგინეთ ქარის ჩრდილების რუკა, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ სასრიალო ტრასების დაგეგმვისას. ილუსტრაცია 3.7.2-ზელურჯი ფერით აჩვენებს ქარისაგან დაცულ ადგილებს. ლურჯი ფერის უფრო მეტი მუქი ტონალობა  აღნიშნავს ქარისაგან უფრო მეტ დაცულობას.

ილუსტრაცია 3.7.2  ქარების რუკა

 

ცხრილი 3.7.2 ტემპერატურა გრადუსებში

 

ცხრილი 3.7.3 თოვლიანობა თვეებისა (დაყოფილია სამ ათდღიან პერიოდებად) და მმ მიხედვით

 

დიაგრამა 3.7.1

ნალექისა (ნაჩვენებია ლურჯი შკალითა და მარცხენა მხარეს მმ-ის მითითებით) და ტემპერატურის (ნაჩვენებია წითელი მრუდის და მარცხენა მხარეს გრადიუსებში მითითებით) ცვალებადობა წლის განმავლობაში.

წყარო: გისენის უნივერსიტეტი, გერმანია

 

 

ცხრილი 3.7.4 ქარის წლიური მონაცემები

 

დიაგრამა 3.7.2 ქარის ვარდი მიმართულებისა და სიჩქარის ჩვენებით.

დაკვირვება ჩატარებულია 2012 წლის 22 ივლისიდან 13 ოქტომბრამდე

 

დიაგრამა 3.7.3 ქარის სიხშირე პროცენტებში სიჩქარის მიხედვით

დაკვირვება ჩატარებულია 2012 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე

 

 

ტერიტორიის სიმაღლეთა შეფასება

ტერიტორიის სიმაღლეთა მდებარეობა ზღვის დონიდან ძალიან მნიშვნელოვანია სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ინფრასტრუქტურისათვის. ვერტიკალური ვარდნის სიგრძე ასევე მნიშვნელოვანია საბაგიროებით მომსახურებული სრიალისათვის ადგილების შერჩევის დროს, რადგან ეს განაპირობებს სათხილამურო გზების სიგრძეს და ვერტიკალურ ტრანსპორტირებულ მეტრებს (ვტმ) მოსრიალეთათვის. რაც უფრო მეტია ვერტიკალური ვარდნა მით უკეთესი, რადგან ბევრი მოსრიალე სწორედ ვერტიკალურ ვარდნას იღებს სასრიალო ადგილის შესარჩევ კრიტერიუმად. ამასთან დამატებით, სიმაღლეთა სხვაობა არსებითია თოვლის შენარჩუნების მხრივ და სათხილამურო სეზონის ხანგრძლივობისათვის. ზოგადად, მაღალ სიმაღლეზე დაბალი ტემპერატურაა და აქედან გამომდინარე გრძელია სეზონის ოპერირების ხანგრძლივობა, განსაკუთრებით ისეთ დაბალ განედზე(41°50′52''N 42°19'40''E), რომელზეც ბახმარო მდებაროებს. საკვლევ ტერიტორიაზე მთის მწვერვალების ნიშნულები მერყეობს 2242 მ.-დან 2360 მ.-მდე. საპროექტო საბაგიროების ქვედა ნიშნულები მდებარეობენ 1800 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ზემოთ. 2000 - დან 2100 - მდე მეტრი სიმაღლის ნიშნულებს შორის მთავრდება ტყის საფარი და იწყება ალპური ზონა.

რუკა 3.71 -ზე ილუსტრირებულია სიმაღლის ანალიზი მთელი საკვლევი ტერიტორიის მასშტაბით. სიმაღლეთა გრადაცია 100 მეტრიანი სხვაობით წარმოდგენილია სხვადასხვა ფერებით. დაწყებული  ღია ყვითელი ტონებიდან დაბალი სიმაღლეებისთვის, ნარინჯისფერ და წითელ ტონებში გადასვლით სიმაღლის მატებასთან ერთად და იასამნისფერ ტონებამდე ყველაზე მაღალი ნიშნულებისათვის. ეს რუკა თვალნათელ სურათს ქმნის საკვლევი ტერიტორიის და მისი მიმდებარე არეალის სიმაღლეებსა და რელიეფზე.