ტექნიკური ნაგებობები და სამუშაოები

თოვლის ტკეპნა

სასრიალო ტრასებზე თოვლის ტკეპნა ტრასების მოვლის მთავარი კომპონენტია და აუცილებელია იმისათვის რომ მოსრიალეებს ჰქონდეთ იდეალური და უსაფრთხო სასრიალო თოვლის ზედაპირი. თანამედროვე თოვლის სატკეპნმა ტექნოლოგიამ გარდატეხა შეიტანა მთელს სათხილამურო ინდუსტრიაში. დღეს რეკომენდირებულია დამწყებთა კატეგორიიდან საშუალოზე მაღალ კატეგორიის ჩათვლით ყველა ტრასის რეგულარული ტკეპნა. უფრო მაღალი კატეგორიის ტრასები მათი დახრილობის გამო იტკეპნება ნაკლები სიხშირით ან არ იტკეპნება საერთოდ. ღამის განმავლობაში ტრასების ტკეპნა უკვე წესად იქცა თანამედროვე სათხილამურო ინდუსტრიაში, რადგან ეს გამორიცხავს სახიფათო კონტაქტს მოსრიალეებსა და ტექნიკას შორის, უზრუნველყოფს ტრასებზე თოვლის ხარისხს და ახანგრძლივებს ოპერირების პერიოდს.

თანამედროვე სატკეპნი ტექნიკა მოიცავს რამდენიმე ტიპის მანქანებს რომლებსაც აქვთ თოვლის საჭრელი წინა დანა, ჰიდრავლიკური სატკეპნი, ჯალამბარი და სხვა. ისინი გამოიყენებიან კლიმატური პირობების და ტრასის ზედაპირის მდგომარეობის მიხედვით.

1 - 5 კატეგორიის ტრასების ყოველ 20 ჰექტარზე და მე-6 კატეგორიის ტრსებისათვის ყოველ 5 ჰექტარზე რეკომედირებულია ერთი სატკეპნი მანქანა ღამის ცვლაში. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე სატკეპნი მანქანების საჭირო რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად:

გასატკეპნი ტერიტორია (ჰა)  /  ჰა - მანქანაზე  /  ვარგისობა  =  მანქანების რაოდენობა

__________________________________________________________________

კლასი 1-5         X                  /       20       /     80%     =                    N

კლასი  6         X                  /       5        /     80%     =                    N

 

ნავარაუდევია რომ ყოველი 4 მანქანიდან გამართულია 3, ხოლო მე-4 ტექნიკურ რემონტს გადის. ასევე რეკომენდირებულია სატკეპნი მანქანების შეცვლა როდესაც ისინი 6000 სამუშაო საათის ხანგრძლივობას მიაღწევენ.

აღნიშნული ფორმულით გამოთვლით მივიღებთ, რომ I ფაზის ზონას სჭირდება 5 სატკეპნი მანქანა, II ფაზის არეალს 2. მთლიან სასრიალო ტერიტორიაზე თოვლის ტკეპნას სჭირდება 7 მუშა მდგომარეობაში მყოფი მანქანა. თუ გავითვალისწინებთ რომ ეს მთლიანი პარკის 80%-ია, მთლიანი სასრიალო არეალისთვის რეკომენდირებულია 9 სატკეპნი მანქანისაგან შემდგარი პარკი.

 

ტრასების საზაფხულო მოვლა და მომზადება

სათხილამურო ტრასებს მოვლა და დამუშავება სჭირდებათ ასევე ზაფხულში. მიწის ეროზიისაგან თავის დასაზღვევად ტრასებზე უნდა დაირგოს ბალახი. წვიმების და თოვლის დნობის შედეგად წარმოქნილმა წყლის დინებებმა რომ არ გააჩინოს ხევები, ტრასებზე საჭიროა მოეწყოს წყალარიდება: დრენაჟი და წყლის გადამყვანი არხები, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.

 

ყოველი სასრიალო ტრასის მოწყობა თავისთავად გულისხმობს გარკვეულ მიწისა და სამშენებლო სამუშაოებს. აუცილებელია აღმოიფხვრას და გადაილახოს საპროექტო ტრასებზე არსებული ბუნებრივი წინაღობები როგორიც მცირე ზომის ხევები და ბორცვებია, და გაიწმინდოს ტერიტორია ქვებისა და ხის კუნძებისგან.

ასევე გარკვეულ ადგილებში უნდა ჩატარდეს რელიეფის ნიველირებისათვის საჭირო მიწის მოჭრა-დაყრის და სხვა საინჟინრო სამუშაოები. ეს სამუშაოები გარდაუვალია ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე რათა დაბალი კატეგორიის ტრასებზე არ იყოს აქ მოსრიალეთათვის დაუძლეველი, ზედმეტად დამრეცი მონაკვეთები; შესაძლებელი გახდეს მცირე ზომების ხევების გადაკვეთა; უზრუნველყოფილ იქნას სასრიალო ტრასების უწყვეტობა საერთაშორისო უსაფრთხოებსი სტანდარტებით.

 

ავტოსადგომი

საბაგიროების ქვედა სადგურების სიახლოვეს საკმარისი რაოდენობის ავტოსადგომი ადგილების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსრიალეების მოსაზიდად. არასაკმარისი ავტოსადგომების გამო, მომსვლელები ან გზის პირას მოახდენენ პარკირებას, რითაც საცობებს გამოიწვევენ ან სხვა სასრიალო ტრასებს მიაშურებენ. მოსრიალეებისთვის ავტოსადგომები ღამის განმავლობაში იწმინდება თოვლისგან და თუკი ისინი ღამით მანქანებისგან არ განთავისუფლდა, მაშინ ეს ვერ მოხერხდება. მათთვის კი ვინც ახლოს მდებარე სახლებსა და სასტუმროებში ცხოვრობენ და ღამისთევით რჩებიან, ავტოსადგომები უნდა მოეწყოს ამ შენობების ტერიტორიაზე და მიწისქვეშ.

საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით, 1 მანქანაზე საშუალოდ 3 მოსრიალეა ნავარაუდევი. ჩვენს გამოთვლილ მოსრიალეთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, I ფაზა ერთად აღებული 5530 მოსრიალეს იტევს. ეს ნიშნავს რომ აქ განთავსებულ საბაგიროებთან დაახლოებით 1850 მანქანაზე გათვლილი სადგომები უნდა იყოს. ავტოპარკინგების 1 ჰა-ზე იანგარიშება 330 მაქანა, რაც იმას ნიშნავს რომ ბახმაროში 5.5 ჰა საერთო ფართობის ავოტასდგომებია საჭირო.

ავტოსადგომები უნდა მოეწყოს საბაზო ტერიტორიებისათვის გამოყოფილ არეალში, საბაგიროებთან რაც შეიძლება ახლოს. საბაზო ტერიტორიები გამოყოფილია საბაგიროებიდან მოსრიალის სასიარულო მანძილის რადიუსში, რაც შეადგენს 400 მ-ს.

 

ფარეხი

ფარეხში განთავსებულია თოვლის სატკეპნი მანქანები, საბურავიანი მანქანები და სარემონტო ოფისები. შენობა ადვილად მისადგომი უნდა იყოს საბურავიანი მაქანებისათვის და თოვლის სატკეპნი მანქანები აქედან ადვილად უნდა ხვდებოდნენ სასრიალო ტრასებზე. სასურველია ეს შენობა არ ხვდებოდეს დამსვენებელთა თვალთახედვის არეში და განთავსდეს ხეების უკან.

სარემონტო შენობაში ერთი სატკეპნი მანქანის სადგომი უნდა იყოს დაახლოებით 75 მ² (7.5მ X 10მ). ასევე ამ შენობაში უნდა იყოს 1 სადგომი საბურავიანი მანქანისათვის, 1 სადგომი შედუღებისათვის, 1 სადგომი ელექტრო-სარემონტო სამუშაოებისათვის და 1 სადგომი ასაწყობი სამუშაოებისათვის. შენობას უნდა გააჩნდეს ადგილი თანამშრომლებისათვის და სველი წერტილები, ასევე ფართი სათადარიგო ნაწილების შესანახად, რომელიც შეიძლება მოეწყოს ანტრესოლში. საწვავის საცავი უნდა მდებარეობდეს სარემონტო შენობის უშუალო სიახლოვეს ყველა ტიპის მანქანები გასამართად.

 

მოსრიალეთა მომსახურების შენობა

  • ბილეთების ჯიხური

ბილეთების გასაყიდი მცირე ზომის ჯიხურები იდგმება ქვედა საბაგირო სადგურებთან. სასურველია ჯიხურის ფანჯრების აღმოსავლეთისკენ ორიენტირება, რადგან ბილეთები იყიდება დილის საათებში და რიგში მდგომთა კომფორტისათვის უმჯობესია თუ ისინი მზეზე იქნებიან.

ფანჯრებთან გამოკრული უნდა იყოს ფასები და მოეწყოს თარო ბილეთის ყიდვისას საფულის, ხელთათმანის ან სათვალის დასადებად. 

  • საზოგადოებრივი გასახდელები და ჩასაკეტი კარადები

გასახდელები და კარადები შეიძლება გაქირავდეს დღიურად და სეზონურად. აქ მოსრიალეებს შესაძლებლობა აქვთ შეინახონ ნივთები, სარიალო ინვენტარი ან ტანსაცმელი. გასახელებს და კარადებს არ სჭირდებათ ფანჯრები, ამიტომ ეს სათავსოები შეიძლება მოეწყოს მოსრიალეთა მომსახურების შენობის სარდაფში.

  • ინვენტარის გაქირავება და შეკეთება

ბევრი მოსრიალე არ ფლობს საკუთარ ინვენტარს და ურჩევნია მოკლე პერიოდით იქირაოს თხილამური, სნოუბორდი, ჯოხები და ფეხსაცმელი. გაქირავების მაღაზიაში დიდი რაოდენობით ინვენტარია და ისინი ეფექტურად უნდა იყოს მოწყობილი რადგან 2 საათის განმავლობაში ქირაობის და დაბრუნების უამრავი მსურველს უნდა მოემსახურონ. უმჯობესია გაქირავების პუნქტი საბაგიროს ქვედა სადგურების უშუალო სიახლოვეს მოეწყოს. რაციონალურად მოწყობილი გაქირავების პუნქტებს შეუძლიათ კურორტს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანონ.

 

მოსრიალეთა მომსახურებისათვის საჭირო ფართობი

ცხრილში3.7.11 მოყვანილია მოსრიალეთა მომსახურების შენობის ძირითადი ფუნქციებისათვის საჭირო ფართობის გეგმარებითი პარამეტრები. დამატებით 10% გამოყოფილია საწყობებისათვის და 15% ელექტრო-მექანიკური სათავსოებისა და ადამიანთა თავისუფალი ცირკულირებისათვის.

 

ფუნქცია

მ²/მოსრიალეზე

ბილეთების გაყიდვა

გასახდელები და კარადები

გაქირავება და შეკეთება

ადმინისტრაცია

თანამშრომელთა სათავსოები

მაშველთა და პირველადი დახმარების სამსახური

0.014

0.065

0.093

0.058

0.019

0.025

ჯამი

0.274

საწყობი 10%

კედლები/ დამხმარე სათ./ ცირკულაცია 15%

0.0274

0.0411

სულ

0.3425

ცხრილი 3.7.11 სტანდარტები მოსრიალეთა მომსახურების შენობისთვის