სასრიალო ტერიტორიის ტევადობა

გეგმარებითი პარამეტრები და მიზნები

სასრიალო ტრასები კლასიფიცირდება საერთაშორისო სათხილამურო ტრასების სტანდარტების მიხედვით (ცხრილი3.7.5), ისევე როგორც მოსრიალეთა ოსტატობის 7 საფეხური (ცხრილი 3.7.6)

 

ტრასის სირთულე

მოთხილამურის ოსტატობის დონე

მარტივი

დამწყები და ახალბედა

რთული

საშუალო

ძალიან რთული

კარგი და ექსპერტი

ცხრილი 3.7.5 სათხილამურო ტრასების საერთაშორისო სტანდარტები

 

ოსტატობის კლასიფიკაცია

ზედაპირის მისაღები დახრილობა

მაქსიმალური დახრილობა

1. დამწყები

8-15%

20%

2. ახალბედა

15-25%

30%

3. საშუალოზე დაბალი

25-35%

40%

4. საშუალო

30-40%

45%

5. საშუალოზე მაღალი

35-45%

50%

6. კარგი

45-60%

65%

7. ექსპერტი

60%+

 

ცხრილი 3.7.6 მოთხილამურეთა ოსტატობის კლასიფიკაცია

 

სასრიალო ტრასების კლასიფიცირება ხდება შემდეგი პარამეტრების შეფასების მიხედვით: სიგანე, დახრის საშუალო კუთხე და ყველაზე დამრეცი 30 მეტრიანი ვერტიკალური ქანობი. რადგან ზოგადად ტრასის დახრის საშუალო კუთხე ბევრად დაბალია ვიდრე ყველაზე დამრეცი 30 ვერტიკალური მეტრის მქონე ქანობი, ტრასები კლასიფიცირდება ისე, რომ 30 ვერტიკალური მეტრის ქანობი არ აღემატებოდეს ცხრილ 3.7.6-ში ჩამოთვლილ რელიეფის მისაღებ დახრების 5 პროცენტს.

 

მოსრიალეთა სიმჭიდროვე

სასრიალო ტრასების დაგეგმვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ამ ტრასებით მოსარგებლეთა რაოდენობა მოსრიალეთა სიმჭიდროვეს გამოსათვლელად. ამგვარი გაანგარიშება იმის წინაპირობაა, რომ მოსრიალეებმა მიიღონ სიამოვნება, კომფორტულად იგრძნონ თავი და კვლავ ესტუმრონ კურორტს.

სასრიალო ტერიტორიების დაგეგმვისას გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სიმჭიდროვეები მოყვანილია ცხრილში 3.7.7 და გრაფიკულად ასახულია დიაგრამაში 3.7.4. ევროპაში, დასავლეთ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში სიმჭიდროვე შედარებით დაბალია ვიდრე იაპონიასა და ავსტრალიაში. მაგალითად, იაპონიაში სიმჭიდროვე სამჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის სათხილამურო კურორტებზე.

ცხრილში 3.7.7 ჩამოთვლილია "ერთდროულად" და "ფერდობზე" სიმჭიდროვეები. "ერთდროულად" იგულისხმება მოსრიალეთა საერთო რაოდენობა სასრიალო არეალში, მათი ჩათვლით ვინც იმყოფება საბაგიროს რიგებში, საბაგიროებზე, რესტორნებში და სასრიალო ტრასებზე. "ფერდობზე" კი მზედველობაში მიიღებიან მხოლოდ ისინი ვინც ნებისმიერ მოცემულ დროს იმყოფებიან სასრიალო ტრასებზე. მოსრიალეთა რაოდენობები მოცემულია ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით.

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, მოსრიალეთა სიმჭიდროვე იკლებს მოსრიალის პროფესიონალიზმის მატებასთან ერთად. გამოცდილი მოსრიალეების დაბალი სიმჭიდროვე განპირობებულია იმით, რომ მათ უფრო მაღალი სიჩქარე აქვთ, გაჩერებებს შორის უფრო დიდი მანძილს გადიან და მატულობს სივრცე რომელიც საჭიროა წინაღობების და სხვა მოსრიალეებისათვის თავის ასარიდებლად. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ექსპერტთა კატეგორია, რადგან მათი დამრეცი და გაუტკეპნავი ფერდობები კონტროლირებად და მოკლე რადიუსის მოხვევებს კარნახობენ. ამიტომ ეხპერტის დონის მოსრიალეებს უფრო დაბალი სიჩქარე სიჩქარე გააჩნიათ და უსაფრთხო სრიალისთვის ნაკლები სივრცე სჭირდებათ.

 

 

 

მოთხილამურეთა დონე

1

2

3

4

5

6

7

დამწყები

ახალბედა

საშუალოზე დაბალი

საშუალო

საშუალოზე მაღალი

კარგი

ექსპერტი

ჩრდ. ამერიკის დასავლეთი (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

50

20

50

20

40

15

40

15

30

12

15

7

20

10

ჩრდ. ამერიკის დასავლეთი რეგიონალური (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

75

30

75

30

60

22

60

22

45

18

22

10

30

15

ჩრდ.ამერიკის აღმოსავლეთი რეგიონალური (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

100

40

100

40

80

30

80

30

60

24

30

14

40

20

ავსტრალია (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

236

55

100

40

80

30

80

30

60

25

30

15

40

20

იაპონია (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

155

62

155

62

125

47

125

47

100

40

55

27

70

35

ჩრდ.ამერიკის აღმოსავლეთი (ფარველის სტანდარტი) (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

250

110

150

67

125

54

86

37

50

22

37

17

37

17

ევროპა (მოთხილამურე/ჰა)

ერთდროულად

ფერდობზე

75

30

75

30

60

23

60

23

45

18

23

10

30

15

ცხრილი 3.7.7 სათხილამურო ტრასების სიმჭიდროვის მსოფლიო მონაცემები

 

დიაგრამა 3.7.4 სათხილამურო ტრასების სიმჭიდროვის მსოფლიო მონაცემები

 

 

ცხრილში მოყვანილ მონაცემებზე დაკვირვებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში მოსრიალეთა სიმჭიდროვე შეესაბამება ევროპის მონაცემებს. ამიტომ "გეოგრაფიკი",  სწორედ ევროპაში მოსრიალეთა სტატისტიკას უსადაგებს საკვლევ ტერიტორიაზე პოტენციური სასრიალო ტრასების სიმჭიდროვის გაანგარიშებას.

ჩვენთვის ცნობილია საერთაშორისო პრაკტიკა და გამოცდილება ამ სფეროში, რის მიხედვითაც არსებობს სათხილამურო მოთხოვნილების, მოსრიალეთა ოსტატობის კლასიფიცირების და მოსრიალეთა სიმჭიდროვის საერთო მსოფლიო ბაზრის შეფასება, რომლის გრაფიკული ანალიზიც პირამიდისებური დიაგრამით გამოიხატება. დიაგრამაში 3.7.5  მოცემულია პირამიდა, რომელიც დაგეგმარებითი მიზნებისათვის გამოიყენება.

მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამთო-სასრიალო ბაზარი იზრდება და ამიტომ პირამიდის წვერი უფრო მარცხნივ არის გადახრილი, რადგან იქ მატულობს სათხილამურო სპორტში ახალბედების რიცხვი. მეორე მხრივ, სასრიალოდ ისეთი ტრადიციულ რეგიონებში, როგორიცაა ევროპა, დიაგრამის პიკი მარჯვნივ, მეტი გამოცდილების დონისკენ არის. აქ მოსახლეობა სრიალში მეტად არის გამოცდილი. "გეოგრაფიკი" თვლის რომ ბახმაროს დაგეგმარების შემთხვევაში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მოსრილაეთა გამოცდილების საფეხურების ჩვეულებრივი გადანაწილებით ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით. საწყის ეტაპზე კი რეკომენდირებულია ტერიტორიების განვითარებისას შედარებით მეტი პროპორცია დაეთმოს მოსრიალეთა დაბალ კატეგორიებს.

დიაგრამა 3.7.5 მოსრიალეთა ოსტატობის დონეთა პროცენტული გადანაწილება

 

მოსრიალეთა მოთხოვნა - ვერტიკალური ტრანსპორტირებული მეტრები

მოსრიალეთა ოსტატობის დონის ყოველ საფეხურს განსხვავებული მოთხოვნა აქვს ტრასებისა და საბაგიროების სისტემაზე. ემპირიული დაკვირვებებით დადგინდა, რომ მოსრიალეთა თითოეული კატეგორია ყოველდღიურად ვერტიკალური მეტრების თითქმის ერთი და იგივე რაოდენობას სრიალებს. მოსრიალის გამოცდილებასთან ერთად, ვერტიკალურ მეტრებზე მოთხოვნაც იზრდება. ცხრილში 3.7.8 მოცემულია თუ რამდენ ვერტიკალურ მეტრს სრიალებს საშულაოდ ყოველი კატეგორიის მოსრიალე დღეში.

 

ოსტატობის დონე

 

რაოდენობა

მოთხილამურეთა მოთხოვნა ვტმ/დღეში

დაბალი

საშუალო

მაღალი

1.დამწყები

2.ახალბედა

3.საშუალოზე დაბალი

4.საშუალო

5.საშუალოზე მაღალი

6.კარგი

7.ექსპერტი

5%

10%

20%

30%

20%

10%

5%

610

1 370

1 830

2 440

3 290

3 840

5485

705

1 595

2 125

2 830

3 840

4 460

6370

940

2 120

2 825

3 770

5 085

5 935

8475

ცხრილი 3.7.8 სასრიალო მოთხოვნა ოსტატობის მიხედვით

ემყარება მოთხილამურეთა 1-5 კატეგორიების 5 საათიანი სრიალის და 6-7 კატეგორიების 6 საათიანი სრიალის მონაცემებს

ევროპაში, დასავლეთ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში, გამოიყენება მაღალი ვტმ მოთხოვნა ხარისხიანი სრიალის და გადაუტვირთავი ტრასების უზრუნველსაყოფად კარგი,  აგრესიული მოსრიალეებისათვის. განვითარებადი ბაზრებისათვის (იაპონია, ავსტრალია, კორეა) შეირჩევა მოთხოვნის საშუალო მაჩვენებელი. საქართველოს ბაზარი, მისი ევროპულთან სიახლოვის გამო, ვტმ მოთხოვნის მაღალ კატეგორიას მიესადაგება. ბახმაროს საკვლევი ტერიტორიის საანგარიშო პარამეტრები მოცემულია ცხრილში 3.7.9

 

ოსტატობის დონე მოსრიალეთა რაოდენობა % რელიეფის დახრა ვტმ მოთხოვნა დღეში მოსრიალეები
ერთდრ. ტრასებზე
1.დამწყები 5% 8-15% 940 75 30
2.ახალბედა 10% 15-25% 2120 75 30
3.საშუალოზე დაბალი 20% 25-35% 2825 60 24
4.საშუალო 30% 30-40% 3770 60 24
5.საშუალოზე მაღალი 20% 35-45% 5085 45 18
6.კარგი 10% 45-60% 5935 22.5 9
7.ექსპერტი 5% 60%+ 8475 30 12

 ცხრილი  3.7.9 ბახმაროს გეგმარებითი პარამეტრები

 

სასრიალო ტრასების ტევადობა

საკვლევი ტერიტორიის დეტალურად შესწავლის შემდეგ ჩვენ რუკაზე დავიტანეთ საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები. ტრასები დადგინდა ისეთი აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით როგორიც არის რელიეფის დახრა, ტოპოგრაფია, ბუნებრივი ხელისშემლელი პირობები, კავშირი საბაზო ტერიტორიასთან და ა.შ.

"გეოგრაფიკი"-ს სამუშაო ჯგუფმა მრავალჯერ მოახდინა საკვლევ ტერიტორიაზე გასვლა, თხილამურებით ისრიალა საპროექტო სასრიალო ტრასებზე და მთის ფერდობებზე როგორც სკი-ტურის საშუალებით, ასევე თოვლმავალისა და ვერტმფრენის დახმარებით. ამ დოკუმენტში, რომელიც წარმოადგენს პროექტის პირველ სტადიას და გულისხმობს ტერიტორიის შესწავლას და მისი სასრიალოდ განვითარების პოტენციალის დადგენას, ტრასების მდებარეობა დადგინდა კვლევითი მიდგომით, რუკებზე მუშაობით, ტოპოგრაფიის კომპიუტერული შესწავლით ისევე როგორც ტერიტორიისა და სავარაუდო ტრასების ადგილზე დათვალიერებით მათ გადასამოწმებლად. სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების გენგეგმა მოცემულია რუკაზე 3.7.5.

ჩვენ მოვახდინეთ ყოველი ტრასის კლასიფიცირება სათხილამურო ტრასების საერთაშორისო სტანდარტების (ცხრილი 3.7.5) და მოთხილამურეთა ოსტატობის შვიდი საფეხურის (ცხრილი 3.7.6) შესაბამისად. ტრასების კლასიფიცირება ხდება რელიეფის დახრის მიხედვით, რადგან დამწყებთა ტრასა არ შეიძლება შეიცავდეს ძალიან დახრილ მონაკვეთებს, რომლებსაც დამწყები მოსრიალეები ვერ გადალახავენ. მათ უნდა შეეძლოთ ტრასიდან თავიდან ბოლომდე უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად დაძლევა. ტრასები კლასიფიცირებულია ტოპოგრაფიულ რუკაზე იზოჰიფსების კონტურთა შორის სიმაღლეში 1 მეტრიანი სხვაობის სიზუსტის მიხედვით.

3.7.5.,სასრიალო ტრასები გამოყოფილია სამი ფერით მათი სირთულის მიხედვით:  მწვანე ტრასა დამწყებთათვის, ლურჯი ტრასა - ახალბედებისათვის, წითელი - საშუალო დონის მოსრიალეებისთვის და შავი - გამოცდილი მოსრიალეებისთვის. თითოეულ ტრასას მინიშნებული აქვს მოთხილამურეთა ოსტატობის კლასიფიკაციები (ცხრილი 3.7.6) ლათინური აბრევიატურით, რომელიც ახსნილია ექსპლიკაციაში.

იმისათვის რომ განგვესაზღვრა თითოეული სასრიალო ტრასის ტევადობა, ჩვენ გამოვიყენეთ მოსრიალეთა ევროპული სიმჭიდროვე (ცხრილი 3.7.7). მოსრიალეთა რაოდენობის დასადგენად ყოველი ტრასის ფართობი გამრავლებულია სიმჭიდროვის შესაბამის მაჩვენებელზე.

ყველა ზონისათვის და მთლიანი საკვლევი ტერიტორიისათვის ჩვენ ასევე შევადგინეთ ტრასების ფართობის ბალანსი კატეგორიების მიხედვით და წარმოვადგინეთ გრაფების სახით.

 

I ფაზა

ამ ფაზაში მოექცა 8 საბაგირო ხაზი და სასრიალო ტრასები საერთო ფართით 102 ჰა. მათი საერთო სიგრძე კი 25 კმ.-ს აღწევს. აქ არის ტრასები მოსრიალეთა სამივე სირთულის კატეგორიისათვის. აქედან 28 ჰა შეადგენს მარტივი, 62 ჰა საშუალო და 12 ჰა რთული კატეგორიის ტრასებს. მათი შესაბამისი საერთო სიგრძეებია  7, 15 და 3 კმ. ამ ზონას შეუძლია ყოველდღიურად მიიღოს 5530 მოსრიალე.

დიაგრამა 3.7.6 სასრიალო  ტრასების  გადანაწილების ბალანსი I ფაზისათვის

 

II ფაზა

ამ ნაწილშიც სამივე სირთულის სასრიალო ტრასები გამოინახა. მათი საერთო ფართია 23 ჰა, ხოლო ჯამური სიგრძე 6 კმ-ს აღწევს. ერთი მარტივი სასრიალო ტრასა სიგრძით 1.2 კმ იკავებს 4.5 ჰა ტერიტორიას, ორი საშუალო კატეგორიის ტრასის ფართია 14 ჰა საერთო სიგრძით 3.5 კმ. რთული კატეგორიის ტრასა, მარტივის მსგავსად, 4.5 ჰა ფართისა და 1.2 კმ სიგრძისაა. ამ ტრასებს ყოველდღიურად 1210 მოსრიალის მიღება შუძლიათ.