საბაგირო გზები

დაგეგმარების კონცეფცია

ბახმაროში მოსრიალეთათვის (თხილამურები /სნოუბორდი) ფერდების შესაბამისობის ტექნიკური ანალიზის დასრულების შემდეგ, შემუშავდა ფერდების სათხილამურო არეალის ხედვა.  სათხილამურო არეალის გენგეგმა ზოგადად მოიცავს მთაზე ახალი საბაგირო გზების და ობიექტების განთავსებას და შემდგომში ამის საფუძველზე საბაზისო ტერიტორიების შერჩევას. იმისათვის, რომ თხილამურებზე და სნოუბორდზე მოსრიალე სტუმრებს   უპრობლემო, მოხერხებული და კომფორტული სრიალის საშუალება მიეცეთ, იქმნება სათხილამურო ტრასების და საბაგირო გზების, სტუმრების მოთხოვნებისადმი მორგებული სისტემა. როგორც წესი, ასეთი სისტემის განვითარება და მშენებლობა ხორციელდება რამდენიმე ფაზაში, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის განვითარებაზე და უზრუნველყოფს ეფექტურ კაპიტალდაბანდებებს. ბახმაროში მთის ფერდების დაგეგმარების კონცეფციის ძირითადი მიზნები არის შემდეგი:

  • შემუშავდეს თანამედროვე, მაღალი ხარისხის სათხილამურო სისტემა, რომელიც შესთავაზებს ადგილობრივ, რეგიონალურ და უცხოელ სტუმრებს მაღალი ხარისხის რეკრეაციულ განცდას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას და დიზაინს.
  • უზრუნველყოფილ იქნას რეგიონში განლაგებული საბაგირო გზების და სათხილამურო არეალის ოპტიმირება.
  • სათხილამურო ტრასების ტევადობის და საბაგირო გზების წარმადობის ბალანსის დაცვა ადგილობრივი ფერდების თავისებურების გათვალისწინებით.

საბაგირო გზებზე რიგში ცდა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს საბაგირო გზაზე ასვლის დროს. გათვალისწინებული უნდა იყოს ძირითადი საბაგირო გზების გამოყენება ტურისტებისთვის ზაფხულის პერიოდშიც.

ბახმაროში შემოთავაზებული საბაგირო გზების აღნიშვნები არის:

4D - საბაგირო გზა ბაგირზე არაფიქსირებული 4-ადგილიანი სავარძლით;

4F -    საბაგირო გზა ბაგირზე ფიქსირებული 4-ადგილიანი სავარძლით;

P -      საჩოჩიალო საბაგირო გზა;  

ასევე, ტუბინგისათვის, ბავშვთა და დამწყებთა ზონებში გამოიყენება     მოძრავი ხალიჩის ტიპის ლენტი-კონვეირი დამწყებთათვის.

სათხილამურო ტრასების და საბაგირო გზების განლაგება მოცემულია რუკებზე 3.7.5.

ბახმაროს ტრასების ტევადობა შეადგენს 6 740-მდე მოსრიალეს დღეში. გაანგარიშება ბაზირებულია ცალკეული ტრასების ტევადობაზე, რომლებიც მოიცავენ 125 ჰა-მდე ფართობს. მოსრიალეთა მთაზე გადაყვანა უზრუნველყოფილია 10 სხვადასხვა ტიპის და წარმადობის საბაგირო გზით. საბაგირო გზების სპეციფიკაციები მოცემულია ცხრილში 3.7.10.

ცხრილი 3.7.10 საბაგირო გზების წარმადობა