საზღვრები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებისა და მმართველობის სავარაუდო და სარეკომენდაციო სისტემის განსაზღვრა

 

2.1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის არსებული და შემოთავაზებული საზღვარი.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია არსებულ საზღვარში 1 314 ჰექტარია. აღმოსავლეთით საზღვარი მოიცავს მზის ამოსვლის მთას მთლიანად (ყველა ფერდს); ჩრდილოეთით „ბერძნის კარავის“ დასახლების ნაწილს, ბახმაროში მომავალი ცენრტალური გზის ნაწილსა და მზის ამოსვლის მთის (ჩასავალი გორის) ქვედა ფერდს; დასავლეთით ფაფარას დასახლებას; ხოლო სამხრეთით საყორნიის მთას და ლაშის ფერდის ნაწილს.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების ზრდის მიზეზია ბახმაროს სამთო-სათხილამუროდ განვითარების პერსპექტივა და არსებული საზღვრების დაზუსტება.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია შემოთავაზებულ საზღვარში 2944 ჰექტარია. საზღვრის კოორდინატები მოცემულია ცხრილში 2.1-ში.

 

საზღვრის კოორდინატების ცხრილი 2.1

წერტილი

X

Y

1

27˚74'19"

46˚38'640"

2

27˚54'21"

46˚38'040"

3

27˚53'34"

46˚32'880"

4

27˚74'20"

46˚32'390"

5

28˚11'76"

46˚33'330"

6

28˚11'96"

46˚34'930"

7

28˚12'96"

46˚36'380"

8

27˚98'89"

46˚37'360"

9

27˚82'82"

46˚37'860"

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საპროექტო საზღვრის აღწერა

კურორტ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საპროექტო საზღვარი მიუყვება ხევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (27˚74'19"N, 46˚38'640"E) და მდინარე ბახვისწყლის ხეობის კვეთით (27˚54'20"N, 46˚38'043"E)  სამხრეთით გადადის ოზურგეთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საიდანაც გადადის საჰარა-მესხეთის ქედის სამხრეთით (27˚53'33"N, 46˚32'879"E) გურია - აჭარის ა.რ. სამხარეო-ადმინისტრაციული საზღვრისკენ (27˚74'20"N, 46˚32'394"E) და მიუყვება მას, შემდეგ კი გადადის გადრეკილი - ზოტიყელის გზაზე (28˚11'75"N, 46˚33'331"E) რომელსაც მიუყვება ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კმ მანძილზე, საიდანაც ასევე ჩრდილოეთით (28˚11'96"N, 46˚34'930"E), მთა გადრეკილისა - ზ.დ. 2500 მ (28˚12'96"N, 46˚36'380"E) და შემდეგ, ჩრდილო-დასავლეთით, ბახმაროს უღეტეხილის (ზ.დ. 1950 მ) კვეთით გადადის ჩოხატაური - ბახმაროს საავტომბილო გზაზე (27˚98'89"N, 46˚37'360"E), რომელსაც მიუყვება დასავლეთით, დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე, შემდეგ გადადის ჩრდილოეთით, გზის პარალელურად - 200 მეტრის მოშორებით და გრძელდება მზის ჩასვლის გორამდე - ზ.დ. 2200 მ. აქედან, საზღვარი მიუყვება ქედს ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემდეგ იგი ხევში გრძელდება (27˚82'82"N, 46˚37'860"E).

 

დამატებითი ბმულები: