საგზაო ინფრასტუქტურა და ტრანსპორტი

არსებული და სამომავლო განვითარება

ზოგადი

ბახმაროს კურორტის აქტიურ პერიოდში ორგანიზებული სამარშუტო ტრანსპორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს კურორტის გამართულ და დატვირთულ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (მაგალითად ბათუმი-ბახმარო, ქუთაისი-ბახმარო და თბილისი-ბახმარო), ასევე შიგა სამარშრუტო ტრანსპორტი, რომელიც ბახმაროში ჩამოსული სტუმრების კურორტის შიგნით გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

საქალაქთაშორისო მიმოსვლა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის სამომავლო განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ურთიერთდამოკიდებულება და ჩართულობის შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოს რეგიონთან, მათ შორის კოლხეთის დაბლობთან არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, როგორიცაა ქუთაისი, სამტრედია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა.

მნიშვნელოვანია, სულ მცირე ისეთი საქალაქთაშორისო სამარშუტო სატრანსპორტო კავშირები როგორებიცაა: ბათუმი-ბახმარო, ქუთაისი-ბახმარო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - ბახმარო, ოზურგეთი-ბახმარო, ჩოხატაური-ბახმარო, ფოთი-ბახმარო, ზუგდიდი-ბახმარო და სხვა. ასეთი საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტრანსპორტის განვითარება მოსალოდნელია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის სამომავლო განვითარებასთან ერთად და მისი ეფექტიანად განვითარებისთვის, შესაძლოა სათანადო დაგეგმვა გახდეს საჭირო. შესაბამისად საქალაქთაშორისო მიმოსვლის გააქტირებასთან ერთად ბახმაროსა და დასავლეთ საქართველოს შორის კავშირის მნიშვნელოვან კვანძად უნდა განვიხილოთ ქ. ჩოხატაური. საჭირო გახდება ორგანიზებული ფორმის ჩოხატაური-ბახმაროს რეგულარული სამგზავრო სატრანსპორტო მიმოსვლა.

საქალაქთაშორისო სამარშუტო ტრანსპორტის რეგულარული მიმოსვლა კურორტის სტუმრების რაოდენობას გაზრდის და ხელს შეუწყობს მათ, უფრო ადვილად დაგეგმონ ბახმაროში (მოკლევადიანი) ერთი, ორი ან მეტი დღით დასვენება, ასევე მისი გავლით გამოიყენონ სხვა ტურისტული: საფეხმავლო, საცხენოსნო ან სხვა ალტერნატიული ტრანსპორტის მარშუტები და ბახმარო, როგორც საბანაკე/საბაზო, სატრანსპორტო და გადაადგილებისათვის მოსახერხებელი ადგილი.

 

შიგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

საკურორტო დასახლებაში შიგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აქტიურ საკურორტო პერიოდში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ფუნქციების, გასართობი და დასასვენებელი არეალების გამოყენებისათვის.

შიგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვერსიის შემუშავებისას ჩვენ გამოვიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობის დონის შეფასების მეთოდელოგია (Public Transport Accessibility Levels – UK). აღნიშნული სტანდარტი აფასებს ტრანსპორტის მარშრუტების რაოდენობას, სიხშირეს - მოცდის დროს, კომფორტის დონეს და სხვა პარამეტრებს (ურბანულ არეალბში) 8 ბალიანი სისტემით, თუმცა ჩვენ უშუალოდ გაჩერებებამდე მაქსიმალური ფეხით სავალი მანძილის ფიზიკური ხელმისაწვდომობის კომპონენტს შევაფასებთ, ისეთ ადგილებში სადაც არსებობს ან იგეგმება საკურორტო განაშენიანება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობის ანალიზის სქემაზე (ილუსტრაცია 4.3.1-ზე) ნაჩვენებია სავარაუდო (ა და ბ) მარშრუტები. მარშუტი ა არტერიულ ქუჩაზე წრიულად იმოძრავებს: ბახვის მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, ბახმაროს საკურორტო დასახლებების გავლით - ჩოხატაურის შემოსასვლელი საავტომობილო გზის მიმართულებით და წრიულად ისევ საკურორტო დასახლებაში დაბრუნდება. საბაზო არეალების განვითარების და დატვირთვის შემდგომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარცხენა ნაპირსაც მოიცავს (მარშუტი ბ).

გაჩერებებს შორის მაქსიმალური მანძილი (განაშენიანებულ ნაწილში) 200 მეტრია, გაჩერებამდე ფეხით მოსახერხებელი სავალი მანძილი 400 მ. (5 წუთი). ასევე გათვალისწინებულია გაჩერებები ტურისტული ბილიკების დასაწყისში - მზის ჩასვლის მთის (ჩასავალის გორის) მიმართულებით.

ილუსტრაცია 4.3.1 საზოგადოებრივი ტრანსპორტის წვდომის ანალიზი

 

 

გზების და ქუჩების განვითარება

გზები და ქუჩები განისაზღვრება ფუნქციური გამოყენების, მათი დატვირთვისა და იმის მიხედვით, თუ რა გამოყენების ტერიტორიას და რა სიმჭიდროვის არეალს ემსახურება, რა ტიპის ტრანსპორტისთვისაა დაშვებული მისი მეშვეობით გადაადგილება, რა სიჩქარით, ინტენსიობითა და სიმჭიდროვით. სად შეიძლება მოძრაობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; რომელი ქუჩა უნდა გაიწმინდოს თოვლისგან პირველ რიგში და ა.შ.

ბახმაროში დაგეგმვის ეტაპზე მნიშვნელოვანია არსებული ქუჩებისა და გზების ფუნქციური დანიშნულების განსაზღვრა რათა შესაბამისი პარამეტრები და სარგებლობა დადგინდეს. მნიშვნელოვანია, რომელი ქუჩა იქნება ცენტრალური (არტერიული), მათ შორის ტრანზიტული გამოყენების, ბახმაროს გავლით სხვა დასახლებების მიმართულებით მიმავალი გზა. ასევე მნიშვნელოვანია განისაზღვროს უბნების ცენტრალური (შემკრები) ქუჩები და ადგილობრივი, სამეზობლო/ლოკალური ქუჩები.

 

ქუჩები

ქუჩების ქსელის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დეტალური პროექტის შემუშავება, ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გზების და ქუჩების გეგმის საფუძველზე.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე არტერიული ქუჩების სამანქანო ნაწილები უნდა იყოს ასფალტირებული. ხოლო შემკრები და ადგილობრივი ქუჩებს დასაშვებია ჰქონდეთ გრუნტის ზედაპირი. საჭიროების შემთხვევაში მჭიდრო განაშნეიანებულ ნაწილში - შემკრები ქუჩებიც შეიძლება იყოს ასფალტირებული.

ბახმაროს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველზე განსაზღვრული სამანქანო და საფეხმავლო სავალი ნაწილები უნდა იყოს გამიჯნული. საფეხმალო ნაწილის სასურველია იყოს ბუნებრი ან ხელოვნური ფილებით მოპირკეთებული.

ადგილობრივი და შემკრები ქუჩების მცირე ხევებთან გადაკვეთის ადგილებში უნდა მოეწყოს სახიდე ნაგებობები.

 

ილუსტრაცია 4.4.1. გზების და ქუჩების იერარქია - დადგენილი  მაღალი, საშუალო და დაბალი ინტერესის გრადაცია, მათზე დაკისრებული ფუნქციების და შესაძლებლობების მიხედვით

 

ილუსტრაცია 4.4.2 ქუჩების და გზების იერარქიის კლასიფიცირება  - დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების სტანდარტი, ამერიკის დაგეგმვის ასოციაცია 2006 წ.

 

 

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე გზებისა და ქუჩების იერარქია მოცემულია რუკაზე:

 

ავტოსადგომების განვითარება

გამართული ავტოსადგომების სისტემის არსებობა მნიშვნელოვანია კურორტის მთელი წლის განმავლობაში ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, ბახმაროში 19 აგვისტოს, დოღის მსვლელობისას გამოაშკარავდა, რომ ავტოსადგომებისა და ზოგადად ტრანსპორტის სისტემის ორგანიზება კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს.

ბახმარო - 19 აგვისტო 2016 წელი

 

ბახმაროს სარეკრეციო ტერიტორიის სამომავლო განვითარება სტუმართა რაოდენობას გაზრდის და შესაბამისად სატრანსპორტო, მათ შორის ავტოსადგომებთან დაკავშირებულ პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს და განისაზღვროს ავტოსადგომი ადგილები ერთი დღით ჩამომსვლელი სტუმრებისთვის, კურორტზე ჩამომსვლელი დამსვენებლებისთვის და მუშაკებისთვის. ხოლო, სამომავლო განაშენიანებისთვის კი ავტოსადგომების მინიმალური რაოდენობა, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც იქნება კერძო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს შიგა სამარშუტო ტრანსპორტი, რომელიც შეამცირებს კურორტის განაშენიანებულ ნაწილში ავტომობილით გადაადგილების საჭიროებას დასაწყისისთვის დოღის ჩატარების დღეს.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მომხმარებლებისთვის, ჩვეულებრივ, შემდეგი სახის ავტოსადგომია საჭირო: ავტოსადგომი ერთი დღით ჩამომსვლელთათვის, ავტოსადგომი ღამის თევით ჩამოსული სტუმრებისთვის და კომერციული ავტოსადგომი მაღაზიებთან და რესტორნებთან ავტომობილების მცირე ხნით გასაჩერებლად. ამასთან, შესაძლოა არსებობდეს ავტოსადგომი მომსახურე პერსონალისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ საკურორტო არეალში და სამსახურში მანქანებით მიდიან. ერთი დღით გამოყენების, კომერციული და მომსახურე პერსონალის ავტოსადგომების მოწყობა ღია ცის ქვეშაც შეიძლება, ღამით დამრჩენი პირებისთვის კი ავტოსადგომი უმჯობესია მიწისქვეშ ან შენობების ქვეშ მოეწყოს, ან საგანგებოდ აიგოს ავტოსადგომი ნაგებობები. მაგალითად, სასტუმროების ავტოსადგომების მიწისქვეშ მოწყობით შესაძლებელი ხდება ღია ცის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომების თოვლისგან გაწმენდა ღამის საათებში, როდესაც მათ არავინ იყენებს. თუ სასტუმროს ავტოსადგომი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი, მისი თოვლისგან გაწმენდის შესაძლებლობაც არ არის.

თეორიულად, ავტოსადგომების ტევადობების გამოსათვლელად ავტოსადგომის ფართობი მრავლდება ავტოსადგომის სიმჭიდროვეზე, რომელიც ერთ ჰექტარზე 330 მანქანას შეადგენს. დაუხაზავ ავტოსადგომებზე ეს სიმჭიდროვე მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტოსადგომებს ჰყავს პერსონალი და აქტიური მმართველობა, რათა ეფექტიანი ავტოსადგომი კონფიგურაცია იქნეს მიღწეული. თუ ჩამოსულ საავტომობილო საშუალებებს დაუხაზავ მოხრეშილ ადგილებში თავისუფლად გაჩერების ნებას დართავენ, ისინი შორი-შორს განთავსდება და ადგილის ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

ქუჩისმიღმა საზოგადოებრივი ავტოსადგომები

საზოგადოებრივი ავტოსადგომები აუცილებელია ერთი დღით ჩამომსვლელი სტუმრებისთვის, კურორტის მომსახურე მუშაკებისთვის, განსაკუთრებით სამომავლო ზამთის სეზონის განვითარების შემთხვევაში, ამყვანი საბაგირო გზებისგან მოსახერხებელი სავალი მანძილს გარეთ მაცხოვრებელი მოთხილამურეებისთვის და საკურორტო დასახლების კომერციული მომსახურების საშუალებების მომხმარებლებისთვის. ეს ავტოსადგომები არ იქნება გათვალსიწინებული იმ სტუმრებისთვის, ვინც ღამითაც რჩება ბახმაროში; მათთვის ავტოსადგომი უნდა უზრუნველყოფილ იქნას იმ საკუთრების საზღვრებში, სადაც დაბინავებულია სტუმარი. მოსახერხებელი საზოგადოებრივი ავტოსადგომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა არ არის ზამთრის სეზონი.

საზოგადოებრივი ავტოსადგომები ასევე შესანიშნავი ადგილია სპეციალური ღონისძიებების ორგანიზებისთვის. ბახმაროს სარეკრეციო ტერიტორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისიწნებს ქუჩისმიღმა საზოგადოებრივი ავტოსადგომების მოწყობას, ილუსტრაცია 4.5.1-ში აღნიშნულ ადგილებში.

ავტოსადგომების ტევადობა გადანაწილდება შემდეგნაირად: უბრალოდ მოსწორებული მიწის ზედაპირის შემთხვევაში ტევადობა 250 მანქანა 1 ჰექტარზე. 330 მანქანის სიმჭიდროვე ჰექტარზე ივარაუდება მოკირწყლული ტერიტორიებისთვის, დახაზული სადგომით. გარდა მანქანებისა, ივარაუდება, რომ იქნება ასევე ავტობუსები ერთი დღით ჩამომსვლეთათვის.

ილუსტრაცია 4.5.1 ქუჩისმიღმა საზოგადოებრივი ავტოსადგომები

 

ქუჩისპირა საზოგადოებრივი ავტოსადგომები

ქუჩისპირა ავტოსადგომები ბახმაროს განაშანიანებულ ნაწილში საჭიროა არტერიული და შემკრები ქუჩების იმ ნაწილებში სადაც შერეული გამოყენების შენობა-ნაგებობები განთავსდება (კომერციული, ადმინისტრაციული, თავშეყრის სხვა) და ავტომობილის დროებითი (პარალელური დგომის) გაჩერებისათვის ავტოსადგომის მოწყობა მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოყენებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ქუჩისპირა ავტოსადგომები უზრუნველყოფს აქტიური საფეხმავლო და საავტომობილო სავალი ნაწილების გამიჯვნას (ბუფერს) და ქმნის დამატებით უსაფრთხოების განცდას ფეხითმოსიარულეთათვის, ასევე კომეციული ფუნქიების მომარეგის უზრუნველყოფისთვის.

 

ქუჩის მიღმა კერძო ავტოსადგომები

მიწის ნაკვეთის საზღვრებში ღია ავტოსადგომის მოწყობის ვერსია

 

ველო-ბილიკების ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარება

ველოსიპედი, როგორც გადაადგილების შიგა ალტერნატიული ფორმა, ბახმაროს რელიეფიდან, განაშენიანების მასშტაბიდან და სიმჭიდროვიდან გამომდინარე, არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ინფასტრუქტურას, ისეთი როგორიცაა მაგალითად: საავტომობილო სავალი ნაწილიდან გამოყოფილი ბილიკი, ველოშუქნიშანი, სატრანსპორტო  კვანძებზე მდებარე სპეციალური გადასასვლელი კუნძულები და სხვა.

ამასთან ერთად, ბახმარო შესაძლოა მიმზიდველი ადგილი გახდეს ველომოყვარულთათვის, თუ დაიგეგმება გრძელვადიანი მარშრუტები მიმდებარე მაღლობებზე, სამთო საველოსიპედე ტურები   გურიის ან იმერეთის რეგიონებიდან აჭარის მიმართულებით და პირიქით. შესაბამისად ბახმაროში შესაძლოა არსებობდეს ველოსიპედების გაქირავების, შეკეთების და ამ სპორტის სახეობასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარების გაყიდვის პუნქტები. ასევე სამთო ველოპარკი და ველოსიპედით ექსტრემალური ილეთების შესასრულებელი მოედნები, როგორც კურორტის დამატებითი აქტიური დასვენების ელემენტი.

 

საფეხმავლო ბილიკები

კურორტის განაშენიანებულ ნაწილში საფეხმავლო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

  • უსაფრთხოება - რაც გულისხმობს, ქუჩებზე, აქტიურ ნაწილში ავტოტრანსპორტის და  საფეხმავლო ნაწილის გამოყოფას შესაბამისი პარამეტრებით. უსაფრთხო სავალ ნაწილს და  საფეხმავლო გადასასვლელებს (ზებრებს);
  • კომფორტი - რაც გულისხმობს, სავალი ბილიკების მოპირკეთებულ ზედაპირებს ან მარკირებულ და ოპტიმალურად ადაპტირებულ გრუნტის ბილიკებს, დანიშნულების ადგილებამდე;
  • დიზაინი - რელიეფთან და ბუნებრივ გარემოსთან შერწყმულ ურბანულ და ლანდშაფტის დიზაინს.

ბახმაროს რელიეფის ბუნებრივი ფაქტორის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მდინარე ბახვისწყალზე განივი ოპტიმალური კავშირების არსებობა, მათ შორის საფეხმავლო ხიდები და მდინარის გასწვრივ მოწყობილი სასეირნო ბულვარი.