ღია სივრეები და რეკრეაციული არეალები

ღია სივცეების ტიპების კლასიფიკაცია

კლასიფიკაციის სისტემა არის საშუალება, რომელიც პარკისა და ღია სივრცის სისტემისთვის წესრიგსა და საერთო ენას აყალიბებს. პარკის სახეები ხშირად მომსახურების ადგილის, ზომის, მოსახლეობისა და ტიპური დაწესებულებების მიხედვით კლასიფიცირდება. პარკები ფუნქციების მიხედვითაც შეიძლება კლასიფიცირდეს. პარკის ფუქნციები შეიძლება იყოს: რეკრეაცია, სოციალური თავშეყრა და მწვანე ინფრასტრუქტურა.

წყარო: დაგეგმვის და ურბანული დაგეგმარების სტანდარტი,  ამერიკის დაგეგმვის ასოციაცია 2006 წ.

 

პარკებისა და ღია სივრცეების იერარქია

პარკებისა და ღია სივრცეების სხვადასხვა ტიპი ქმნის ერთიან სისტემას რომელიც იერარქიულად სამ ძირითად ელემენტად ჯგუფდება.

 

მწვანე სარტყელი - წარმოადგენს განაშენიანებული ტერიტორიის გარეთ მდებარე ღია სივცეს, გამწვანებულ ტერიტორიებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ან სხვა ბუნებრივ გარემოს.

 

მწვანე / ეკოლოგიური დერეფნები - აკავშირებს მწვანე სარტყელს განაშნიანებულ ტერიტოროებთან, ისინი შესაძლოა გამჭოლად კვეთდენ ქალაქებს და დასახლებებს ან გამწვანებული სატრანსპორტო დერეფნის სახით აკავშირებდეს განაშენიანებული ტერიტორიის გარეთ მდებარე გამწვანებულ ან ღია სივრცეეს.

პარკებსა და გამწვანებულ მწვანე სისტემებში, კარგ სისტემად ის სისტემა მიიჩნევა, რომელშიც ინდივიდუალური პარკები ხაზოვანი მწვანე დერეფნების საშუალებითაა დაკავშირებული. კავშირების უზრუნველყოფა სანაპირო ბუფერების, ქუჩების, სატრანსპორტო გზების, წყლის, ელექტროენერგიის, გაზის გაყვანილობებისთვის დათმობილი დერეფნების ან სხვა ხაზოვანი დერეფნების საშუალებით ხდება.

მწვანე დერეფნებს ასევე უწოდებენ ეკოლოგიურ დერეფნებს, ისინი უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ და მგრძნობიერე ბუნებრივ არეალებს, მდინარეებს, მდინარის ჭალებს, წყალსაცავებს და ხევებს  ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნებას.

 

ურბანული გამწვანება -  უშუალოდ განაშენიანებულ ნაწილში მდებარე პარკები და ღია სივრცეებია: საქალაქო/სათემო, მცირე ბაღები/პარკები; მოედნები; სპორტული მოედნები; სკოლის და საბავშო ბაღის ეზოები და ა.შ.

ილუსტრაცია 8.2.1 პარკებისა და ღია სივცეები იერარქია

 

პარკებისა და ღია სივრცის გეგმის მომზადების მიზეზები

დანიელი ურბანისტი და არქიტექტორი იან გელი (1987) ამბობს: „დაგეგმვაში სწორი იერარქიაა: სიცოცხლე, სივრცე და შენობები და არა - შენობები, სივრცე და სიცოცხლე“. ამდენად, განვითარებამდე თემებში ღია სივრცეები უნდა დაიგეგმოს, რომლებიც მრავალ საზოგადოებრივ ფუნქციას შეასრულებს. ფუნქციები უამრავია და შეიძლება მოიცავდეს:

  • ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას;
  • ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას;
  • სამეზობლოს წევრების თავშეყრის ადგილების შექმნას;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამის შემუშვებას;
  • სამოქალაქო და კულტურული ინფრასტრუქტურის შექმნას;
  • ღია სივრცეების მიხედვით განვითარების ფორმების განსაზღვრას.

 

ილუსტრაცია 8.2.2 ბახმაროს განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ღია სივრცეების იდენტიფიცირება

 

ილუსტრაცია 8.2.2 ბახმაროს პარკებისა და ღია სივრცეების სისტემის სქემა

  1. ბახმაროს ფერისცვალების ეკლესია;
  2. სამომავლო მრავალფუნქციური სპორტული მოედნების არეალი;
  3. მდინარე ბახვისწყლის ჭალა - ბახმაროს ცენტრალური მწვანე /ეკოლოგირუი დერეფანი;