8.1. კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების დადგენა
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საკურორტო რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით თითოეული კურორტებისა და საკურორტო ადგილისათვის იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები.
“კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, მესამე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, კურორტები, სადაც კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა.
კურორტის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრის პროცესში, გასათვალისწინებელია ადგილობრივი სპეციფიკური ბუნებრივი პირობები, მათ შორის:
- კურორტი ბახმარო მდებარეობს ზღვის დონიდან 1926-2050 მ ნიშნულებზე. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ნაძვის და სოჭის მარადმწვანე ტყეებით დაფარული ფერდობებით, რაც განაპიროებებს ამ ადგილისათვის დამახასიათებელი უნიკალური მიკროკლიმატის ფორმირებას;
- კურორტის ტერიტორია დასავლეთის მხრიდან გახსნილია მდ. ბახვის წყლის ხეობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ზღვის თბილი ქარის შემოჭრას და რბილი შუა მთის მაღლივი სარტყლის ჰავის ფორმირებას;
- მთა-ველის ქარების სიჭარბის გამო კურორტის ტერიტორია ხასიათდება კარგი განიავებით, ეს კი განაპიროებებს ჰაერის სისუფთავეს და გამჭვირვალობას. შესაბამისად, მაღალია ულტრაიისფერი გამოსხივების დონე, რაც განაპიროებებს ბახმაროს სპეციფიკურ კლიმატს;
- კურორტის ტერიტორია დიდი მანძილითაა დაცილებული დასახლებული პუნქტებიდან და უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სტაციონარული წყაროები არ არსებობს;
- ზამთარი აქ ზომიერად რბილია და თოვლის საფარი ძალიან მაღალი, რაც ქმნის ბახმაროსათვის ზამთრის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კარგ შესაძლებლობას.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, ბახმაროსათვის, როგორც კლიმატური კურორტისათვის, სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების დადგენის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის შესაძლო დაბინძურების რისკების მინიმიზაცია. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ქარის მიმართულების განმეორებადობის (ქართა ვარდი) გათვალისწინება. ბახმაროს ტერიტორიისათვის გაბატონებული ქარის მიმართულებაა დასავლეთი-აღმოსავლეთი, რომელიც იანვრის თვეში შეადგენს 38%-ს, ხოლო ივლისის თვეში 29%-ს, შემდეგ მოდის სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო აღმოსავლეთი და ა.შ.
კურორტის სანიტარიული დაცვის II ზონის საზღვრების აღწერა
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, პირველი პუნქტის, გ) ქვეპუნქტის მიხედვით, გარდა მინერალური წყლების და სამკურნალო ტალახის საბადოებისა, სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისათვის (კურორტ ბახმაროს შემთხვევაში კლიმატური პირობები) სანიტარიული დაცვის მე-2 ზონის საზღვრები დგინდება გეოსტრუქტურული და გეომორფოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით.
გამომდინარე იქედან, რომ კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის, ადგილობრივი კლიმატური პირობების დაცვის თავლსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის საკითხს, სანიტარიული დაცვის მე-2 ზონის საზღვარი უნდა განისაზღვროს 500 მ-ით პირველი ზონის საზღვრიდან.
კურორტის სანიტარიული დაცვის II ზონა მოიცავს ტერიტორიას, რომლის დანიშნულებაა ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შენარჩუნება და დაბინძურებისაგან დაცვა (იხ. ილუსტრაციას 8.1.).
კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის II ზონის საზღვრების კოორდინატები მოცემულია ცხრილ 8.1.1 - 8.1.2-ში.
ილუსტრაცია 8.1 კურორტ ბახმაროს სანიტარული ზონები
წერტ. N |
X |
Y |
---|---|---|
1 |
276486.3961 |
4632619.15 |
2 |
275849.8317 |
4638564.72 |
3 |
277091.7412 |
4639225.93 |
4 |
277565.9214 |
4638573.73 |
5 |
278123.5101 |
4637949.3 |
6 |
278834.514 |
4637635.25 |
7 |
279777.3699 |
4638365.75 |
8 |
280277.296 |
4638303.85 |
9 |
281160.6338 |
4636975.74 |
10 |
281364.6685 |
4636399.19 |
11 |
281212.7644 |
4635097.51 |
12 |
280715.3956 |
4634494.69 |
13 |
280608.6126 |
4634008.68 |
14 |
280229.5136 |
4633198.05 |
15 |
279675.5979 |
4632828.65 |
16 |
279288.9851 |
4632968.6 |
17 |
278412.3401 |
4633159.17 |
18 |
278259.9602 |
4632892.38 |
19 |
277631.0452 |
4632625.65 |
20 |
277421.4451 |
4632396.99 |
21 |
275480.3193 |
4633035.61 |
22 |
275204.9639 |
4633750.03 |
23 |
274923.1148 |
4636520.51 |
24 |
274885.4097 |
4637216.8 |
25 |
275462.1566 |
4638084.44 |
ცხრილი 8.1.3კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის II ზონის შიგა საზღვრების კოორდინატები
წერტ.N |
X |
Y |
---|---|---|
1 |
281832.642 |
4636466.546 |
2 |
279736.9591 |
4638886.875 |
3 |
278762.7426 |
4638211.814 |
4 |
277166.2986 |
4639852.204 |
5 |
275509.0712 |
4638871.103 |
6 |
274360.4762 |
4637395.002 |
7 |
274671.9832 |
4633551.92 |
8 |
275005.6456 |
4632747.58 |
9 |
276144.8738 |
4632137.157 |
10 |
277112.5409 |
4631907.542 |
11 |
278074.1506 |
4632047.761 |
12 |
278664.9137 |
4632428.184 |
13 |
280276.5489 |
4632342.06 |
14 |
281378.7788 |
4633769.614 |
15 |
281048.0827 |
4638187.023 |
ცხრილი 8.1.4 კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის II ზონის გარე და ასევე III ზონის შიგა საზღვრების კოორდინატები
კურორტის სანიტარიული დაცვის III ზონის საზღვრების აღწერა
კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის მე-3 ზონის საზღვრების დადგენის პროცესში გათვალისწინებულია, რომ მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესების რისკი ძალზე დაბალია. არც პერსპექტივაშია ასეთი რისკი მაღალი, რადგან კურორტის ტერიტორია მნიშვნელოვანი მანძილითაა დაცილებული ტექნოგენური დატვირთვის მქონე ტერიტორიებიდან (იხ. რუკა 1).
მე-3 ზონის საზღვრის განსაზღვრა მოხდა კურორტ ბახმაროსათვის დამახასიათებელი ქართა ვარდის შესაბამისად ისე, რომ გაბატონებული ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით (დასავლეთი) უფრო მეტადაა დაცილებული მე-2 ზონის საზღვარს, ვიდრე ყველაზე ნაკლები ქარის მხარს (ჩრდილოეთი).
მე-3 ზონის ფარგლებში მოქცეულია საკმარისად დიდი ტეროტორია, რომელზედაც დასახლებული პუნქტები ან მაღალი ანთროპოგენური დატვირთვის ტერიტორიები განლაგებული არ არის.
კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის III ზონის საზღვრების კოორდინატები მოცემულია ცხრილ 8.1.2 - 8.1.3-ში.
წერტ.N |
X |
Y |
---|---|---|
1 |
286017.7 |
4636502 |
2 |
286068.9 |
4634529 |
3 |
286344.9 |
4634001 |
4 |
286248.5 |
4633446 |
5 |
284066.4 |
4632224 |
6 |
282330.5 |
4629900 |
7 |
280427.5 |
4629240 |
8 |
277728.8 |
4629769 |
9 |
275964.8 |
4630568 |
10 |
274102.9 |
4630919 |
11 |
270604 |
4630942 |
12 |
266112.3 |
4632178 |
13 |
265255.7 |
4635372 |
14 |
266601.4 |
4638050 |
15 |
267161.8 |
4640734 |
16 |
266027.2 |
4643738 |
17 |
268713.1 |
4645364 |
18 |
272922.4 |
4644325 |
19 |
274478.1 |
4644228 |
20 |
275817.8 |
4643456 |
21 |
276355.3 |
4642000 |
22 |
278540.6 |
4641118 |
23 |
280105 |
4641632 |
24 |
282280 |
4640959 |
25 |
284070.9 |
4641149 |
26 |
285755.2 |
4639212 |
27 |
285410.3 |
4637268 |
ცხრილი 8.1.5 კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის III ზონის საზღვრების კოორდინატები
ამკრძალავი ღონისძიებები კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის ზონებში
კურორტ ბახმაროს სანიტარიული დაცვის ზონების ტერიტორიებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და დაცვისათვის.
სანიტარიული დაცვის II ზონა
სანიტარიული დაცვის მე-2 ზონის, შეზღუდული რეჟიმის ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
- ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენებასთან და კურორტის განვითარებასთან;
- ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია და არსებულის განვითარება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და საკურორტო ადგილის ათვისებასთან;
- ცხოველებისა და ფრინველების მოშენება, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების მშენებლობა და ექსპლოატაცია, გარდა სასოფლო დასახლებებისა;
- მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების მოწყობა და ექსპლუატაცია;
- საწყობების მშენებლობა ქიმიური ნივთიერებების შესანახად, მათ შორის შხამქიმიკატების, მინერალური სასუქების, საწვავ-საპოხი მასალების, ასევე სხვა პროექტების განხორციელება და ნაგებობების მოწყობა, როლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კურორტის ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე;
- ახალი სატრანზიტო-საავტომობილო გზების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
- გაწმენდისა და გაუვნებლობის გარეშე ყველა სახის ჩამდინარე წყლების ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში და ზღვაში;
- სპეციალური გამწმენდი ნაგებობების გარეშე (სანიაღვრე წყლების გაწმენდა ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადებისა და შეწონილი ნაწილაკებისგან) კოლექტიური ავტოსატრანსპორტო სადგომების მოწყობა და ექსპლუატაცია;
- შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე ახალი საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების და სხვა ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
- სასაფლაოების მოწყობა და ექსპლუატაცია, ასევე არსებულის გაფართოება;
- სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო და საოჯახო ნარჩენების შენახვა და ჩამარხვა;
- პირუტყვის სასაფლაოების მოწყობა ან პირუტყვის ერთეული გვამების ჩამარხვა;
- სასოფლო სამეურნეო სავარგულებში, ბუნებრივ და ხელოვნურ ლანდშაფტურ ობიექტებზე (სკვერები, ბაღები, ტყე-პარკები, ტყეები) მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატების, პესტიციდების, ჰერბიციდების, მინერალური სასუქების და სხვა ქიმიკატების გამოყენება (საკარანტინო მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას ნებადართულია კომპეტენტური სამსახურების მიერ ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების ჩატარება);
- ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც იწვევს საკურორტო ადგილის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან დაზიანებას;
- ჩამდინარე წყლების სადრენაჟო და სარწყავი მინდვრების მოწყობა.
სანიტარიული დაცვის III ზონა
კურორტის სანიტარიული დაცვის III ზონის სახმელეთო ნაწილი მოიცავს ვრცელ ტერიტორიას, რომელზედაც სისტემატურად უნდა ტარდებოდეს საერთო სანიტარიული და გარემოსდაცვითი ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების და ნიადაგების დაბინძურების პრევენციის და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვისათვის.
კურორტის სანიტარიული დაცვის III ზონის ფარგლებში ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით.
კურორტის სანიტარიული დაცვის ზონებში გასატარებელი გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ნუსხა
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, მე-6 პუნქტის შესაბამისად „სანიტარიული დაცვის ზონების პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები და ამ ზონებში გასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ნუსხა“. სანიტარიული დაცვის ზონებში გასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შენარჩუნების და მათი დაბინძურებისაგან დაცვის, ასევე კურორტის ტერიტორიის კეთილმოწყობის და საკურორტო ინფრასტრუქტური განვითარების სამუშაოებს.
სანიტარიული დაცვის II ზონაში გასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ნუსხა
კურორტის სანიტარიული დაცვის II ზონაში საჭიროა გატარდეს შემდეგი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები:
- არსებული მცენარეული საფარის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა ადგილობრივი ჯიშების მცენარეების გამოყენებით;
- ზედაპირული წყლის ობიექტებში გაწმენდისა და გაუვნებლობის გარეშე სამეურმეო-ფეკალური და საწარმოო ჩამდინარე წყლების ჩაშვების აღკვეთა.
სანიტარიული დაცვის III ზონაში გასატარებელი სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ნუსხა
კურორტის სანიტარიული დაცვის III ზონაში კონკრეტული სანიტარიულ-გამაჯასანღებელი ღონისძიებები არ იგეგმება. III ზონის ტერიტორიაზე ტარდება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისთ გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ:
- ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვა;
- ზედაპირული წყლის ობიექტებში გაწმენდისა და გაუვნებლობის გარეშე სამეურმეო-ფეკალური და საწარმოო ჩამდინარე წყლების ჩაშვების აღკვეთა;
- ზონის ფარგლებში არსებული ტყის მასივების დაცვა-შენარჩუნება და განვითარება.