ვიზუალური დაცვის არეალები

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ვიზუალურად დაცვის მიზნით:

  • ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განაშენიანებისათვის განსაზღვრული  ტერიტორიების გარდა განაშენიანების განვითარება დაუშვებელია;
  • განაშენიანების განვითარება დაუშვებელია მდ. ბახვისწყლის  ჭალაში და მცირე შენაკადების პირას;
  • განაშენიანების განვითარება დაუშვებელია ტყის ზოლის ზემოთ;
  • დაუშვებელია მიწის ნაკვეთების შემორობვა, გარდა ცალკეული გამონაკლისისა და ისიც არაუმეტეს ერთ მეტრამდე სიმაღლის;
  • აუცილებელია შენობების ურთიერთდაშორება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულის შესაბამისად;
  • შენობების გარე მოპირკეთება უნდა განხორციელდეს ქვისა და ხის მასალით, ხოლო სახურავის  ასფალტის ყავარით ან ყავარით.

ტყის ზედა ხაზი ვიზუალური დაცვის არეალი

ილუსტრაცია 8.4 ტყის ზედა ხაზი - ვიზუალური დაცვის არეალი