ეკონომიკური განვითარება

მიზანი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზანია ბახმაროს მთელი წლის განმავლობაში აქტიური საკურორტო სეზონის მქონე (ოთხზ სეზონიან), ადგილობრივი და ქვეყნის მასშტაბის, ასევე საერთაშორისო დონის კურორტად გარდაქმნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურე საშუალებებით, როგორც ზაფხულის და ზამთრის აქტიური დასასვენებელი და სამკურნალო-სარეკრეაციო მიზიდვის ადგილი.

ეკონომიკური განვითარების გეგმა აღწერს ადგილობრივი მმართველობის როლს რეგიონის ეკონომიკაში, განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის მიერ დადგენილ კომერციულ, სამრეწველო და დაწესებულებით კატეგორიებსა თუ ტიპებს, მიუთითებს ბიზნესისა და მრეწველობისათვის ხელსაყრელ ადგილებს, რომლებიც უზრუნველყოფილია საჭირო საშუალებებით. ამ ელემენტის მიზანია:

  • სამუშაო ადგილების შექმნა-შენარჩუნება;
  • ხელფასების ზრდა (ეკონომიკური კეთილდღეობა);
  • ადგილობრივი საგადასახადო ბაზის სტაბილიზაცია ან გაზრდა;
  • სამუშაო ადგილების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა (რათა საზოგადოება ნაკლებად იყოს დამოკიდებული რამდენიმე დამსაქმებელზე).

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დატვირთვის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შეფასება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების სამომავლო პოტენციალის დასადგენად შევიმუშავეთ (სივრცის) განვითარების პირობები. განვითარების პირობები ავლენს ისეთ (მგრძნობიარე და კრიტიკულ) გარემო ფაქტორებს როგორიცაა: რელიეფი, მდინარე, სამომავლო სათხილამურო არეალი, ტყის რეგისტრირებული საზღვარი და მისი სამომავლო ტერიტორიები, გზები და ქუჩები, ჩამოყალიბებული ღია სივრცეები / საზოგადეობრივი მოედნები და ადგილები, კომუნიკაციების დერეფნები და სხვა მნიშვნელოვანი არეალები. ეს პირობები და შეზღუდვები საბოლოო ჯამში ავლენს და განსაზღვრავს იმ არსებულ და პოტენციურ ტერიტორიებს, რომლებიც უშუალოდ სამომავლო განაშენიანებისთვისაა თავსებადი. 

გამოვლენილ ტერიტორიებზე  დგინდება ადგილის ხასითის შესაბამისი მაქსიმალური სიმჭიდროვე(ები):  საცხოვრებელი ერთეულის მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზე, სასტუმროს ნომრის ან/და საწოლის მაქსიმალური რაოდენობა ჰექტარზე და შერეული გამოყენების არეალების განაშენიანების  კოეფიციენტები.   იმის მიხედვით ეს ტერიტორიები იქნება საბაზო არეალში, მის სიახლოვეს, შემკრებ ქუჩებზე თუ ადგილობრივ ქუჩებზე და ჩიხებზე (ან/და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით), ბახმაროში სიმჭიდროვე შესაძლოა ვარირებდეს საშუალოდან  დაბალ სიმჭირდროვემდე.

შენობის ფართობის მოსახლეობის და ფუნქციის სიმჭიდროვეების ურთიერთმიმართება

 

არსებული და სამომავლო სიმჭიდროვის ანალიზი

საკურორტო დასახლებებში არსებული სიმჭიდროვე სექტორებში  1-დან 4-ის ჩათვლით (სექტორებად დაყოფა იხილეთ სარეკრეაციო ტერიტორიის კონცეპტუალური გეგმაზე -  რუკა 2.1-ზე),  20-30-მდე საცხოვრებელ ერთეულს შეადგენს ჰექტარზე.  შენობების საშუალო სართულიანობა 1,5 და ამ განაშენიანების მიხედვით საშუალოდ  51-77 საწოლა (დამსვენებელია) ჰექტარზე, რაც საკმაოდ დაბალია.

არსებული და სამომავლო განაშენიანების საერთო პოტენციალის ანგარიშისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ  ბახმაროში, განაშენიანებისთვის თავსებადი ტერიტორიები, რამაც არსებულ სარეკრეაციო საზღვრებში მოქცეული ფართობის 0.05% შეადგნა, სულ 60 ჰექტარამდე.

საკურორტო განაშენიანებისთვის თავსებადი არეალები

სექტორი

1

2

3

4

ფართობი ჰექტრებში

26.7

24.2

6.5

2.6

ჯამში:

 

 

 

60

სამომავლო, სავარაუდო სიმჭიდროვე და შესაბამისად განაშენიანება უნდა განვსაზღვროთ ბახმაროს რელიეფის და განაშენიანების ხასიათის გათვალისწინებით. ბახმაროს რელიეფურობიდან გამომდინარე განაშენიანება მეტად შერწყმული უნდა იყოს ბუნებრივ გარემოსთან. სამომავლო საკურორტო დასახლების პოტენციალის ანგარიშისას ასევე მნიშვნელოვანია კომერციული და (დახურული)  საზოგადოებრივი და სათემო მომსახურების საშუალებების წილი განაშენიანებაში, რაც დაახლოებით საერთო პოტენციური გასანაშენიანებელი ფართობის მეხუთედს დაიკავებს.

დარჩენილი გასანაშენიანებელი ტერიტორიები უნდა განისაზღვროს დაბალ და საშუალო სიმჭიდროვის არეალებად. სამომავლო საბაზო არეალებში და ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში (ცენტრალური ქუჩის გასწვრივ)  სიმჭიდროვით 200 საწოლი ჰექტარზე ხოლო დარჩენილ ტრიტორიაზე არაუმეტეს 100 საწოლი ჰექტარზე.

დაგეგმილი სიმჭიდროვის და განვითარებასთან თავსებადი არსებული და საომავლო ტერიტორიების შეფარდებით ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საკურორტო დასახლების ტევადობა ერთდროულად, სავარაუდოდ 7 700 დამსვენებელზე და დამატებით 8-10% კურორტზე მომსახურე მუშაკთა საცხოვრისი უნდა ვიანგარიშოთ.

 

ზონა

ნაკვეთის მინიმალური ფართობი

საწოლის რაოდენობა ჰექტარზე

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია

სრზ 1

240 კვ.მ.

100

სრზ 2

1000 კვ.მ.

200


დასაქმება

ზაფხულის სეზონი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების ამოცანაა, სულ მცირე, გაზარდოს ზაფხულის საკურორტო სეზონი და შესაბამისად დამსვენებელთა და სტუმრების ხანგრძლივობა და წლიური რაოდენობა.

ბახმაროს ტურისტული სეზონი აქტიურია ივნისის ბოლოდან  და 25 აგვისტოს (ფერიცვალების დღსასწაულზე, დოღის გამართვით) სრულდება. პირველი ეტაპისთვის საჭიროა ელექრტო ენერგიის წყლისა და თხვეადი ნარჩენების ქსელების გამართვა, რათა დამსვენებელთა კომფორტის გაუმჯობესების გარდა მათი ყოფნა სარეკრეაციო ტერიტორიის ბუენბრივ გარემოს  არ აყენებდეს ზიანს. არ ხდებოდეს თხევადი ნარჩენების (კანალიზაციის) ღიად ჩაშვება ხევებში და მდინარეებში და არ ხდებოდეს ხის უნებართვო ჭრა, ღამით გათბობის და სხვა სამეურნეო საჭიროებისთვის.

დოღის მსგავსად მნიშვნელოვანია ისეთი მიმზიდველი აქტიობების გამართვა როგორიცაა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ფოლკლორული და სხვა მუსიკალური ფესტივალები, ლელო და სხვა რაც მუდმივი დამსვენებლის გარდა, ერთი დღით ჩამომსვლელი სტუმრების რაოდენობას გაზრდის.

ზაფხულის ერთი აქტიური თვის სულ მცირე დამატებით ორი თვით ზრდა გააორმაგებს ბახმაროს კურორტის და მიმდებარე დასახლებების და სოფლების შემოსავლებს ზაფხულის განმავლობაში.
 

ზამთრის სეზონი

ბახმაროში ზამთრის სეზონზე სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების პირობებში ბახმარო მთელი წლით აქტიურ  სარეკრეაციო არეალად გარდაიქმნება, რაც სავარაუდოდ სარეკრეაციო არეალში მუდმივი მაცხოვრებლის და მუშაკთა ყოფნის საჭიროებას მოითხოვს. გააქტიურდება ჩოხატაური ბახმაროს შიგა-სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზაზე გადაადგილება და საქართველოს დიდი ქალაქებიდან გურიის რეგიონში და კონკრეტულად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმოსვლა.

აქტიურ საკურორტო პერიოდში გაიზრდება სათემო კომერციული და საზოგადოებრივი მომსახურების საჭიროება, რაც გამოიწვევს მიმდებარე სოფლებსა და დასახლებებში მცხოვრებ მუშახელზე მოთხოვნას და ადგილობრივი სასოფლო მეურნეობების გააქტიურებას.

 

სამკურნალო ფაქტორი

ბახმაროს სამკურნალო ფაქტორი მისი სპეციფიკური ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარეობს. ბახმაროს ჰაერი წარმოადგენს მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავს.

ბახმაროს სამკურნალო ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის.

ბახმაროს სამკურნალო ფაქტორი, მისი სპეციფიკური ბუნებრივ-კლიმატური პირობები არის დამსვენებელთა მიზიდვის მთავარი მიზეზი. ზაფხულის სეზონი სათანადო პირობების არარსებობის გამო ხანმოკლეა (დაახლოებით თვენახევარი ორი თვე) და მისი გახანგრძლივების შემთხვევაში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რისთვისაც აუცილებელია, სულ მცირე, სასმელი წყლის და წყალარინების (კანალიზაციის), საჭირო ელექტოენერგიის და სხვა აუცილებელი მომსახურებების არსებობა.

ბახმაროში ზაფხულის სეზონის გახანგრძლივება გამოიწვევს ეკონომიკურ აქტოვობას და შექმნის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას, როგორც სხვადასხავა სახის მომსახურების სფეროში, ასევე მიმდებარე სოფლებში არსებულ სასოფლო მეურნეობებში.
ბახმაროს სამკურნალო ფაქტორი, მისი სპეციფიკური ბუნებრივ-კლიმატური პირობები, შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი იყოს ზაფხულის გარდა სხვა სეზონებზეც, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ეტაპობრივი განვითარებისდა მიხედვითაა შესაფასებელი და განსავითარებელი.

 

ადგილობრივი მაცხოვრებლები და უძრავი ქონების განვითარება

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია მუდმივ საცხოვრებელად არ გამოიყენება, იგი გამოიყენება ზაფხულში საძოვრებისათვის და დასასვენელად და სამკურნალოდ. ბახმაროს მუდმივი მაცხოვრებელი არ ყავს, შესაბამისად ბახმაროში არსებული შენობა-ნაგებობები ზაფხულში გამოსაყენებელი, ხის მასალისგან აგებული დროებითი საცხოვრებლებია, რომლებიც არაზაფხულის სეზონზე (ერთეული გამონაკლისის გარდა) გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, აქედან გამომდინარე ბახმაროს არ აქვს დასახლების სტატუსი.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორის დაგეგმილი განვითარება გამოიწვევს მუდმივი მაცხოვრებელი გაჩენას და შესაბამისად უნდა მიენიჭოს დასახლების სტატუსი, ასევე გამოიწვევს უძრავი ქონების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისათვის და განსაკუთრებით ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისათვის.

ბახმაროს გენერალური გეგმამ და შესაბაისად დაგეგმილმა საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ შესაძლოა გამოიწვიოს მზარდი ინტერესი ბამაროს მუდმივი დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. 

სამომავლო და არსებული საცხოვრებელი და დასასვენებელი სახლების ცვლილება / რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს თანამედროვე სამშენებლო ნორმების გათვალისწინებით. სახელწიფოს და მუნიციპალური მმართველობის როლია ხელი შეუწყოს ბახმაროში (ზაფხულის სეზონის) მუდმივი დამსვენებლების - მუდმივ მაცხოვრებლის სტატუსით გაჩენას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ამიტომ მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალების (ბეტონის, ბლოკის და სხვა პროდუქციის) რეგიონული საწარმოო ცენტრების შექმნა და განვითარება, რაც თავის მხრივ რეგიონში დამატებით ეკონომიკურ აქტივობას შეიტანს.

 

სოფლის მეურნეობის განვითარება

დეტალურადაა შესაფასებელი რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგის პოტენციალი, რადგან მომავალში ბახმაროს საკურორტო ტურისტული ინდუსტრია არ აღმოჩნდეს დომინირებადი განვითარების მიმართულება და შეიქმნას მრავალფეროვანი ეკონომიკური აქტიობის ჯაჭვი.

მიწის გამოყენების კომპონენტში მნიშვნელოვანია რომ, სასოფლო დასახლებები შენარჩუნდეს წამყვანი სასოფლო-სამეურნეო გამოყენებით, რადგან ბახმაროს დღესაც აქტიურად იყენებენ ზაფხულის საძოვრებად გურიის და აჭარის მოსახლეობა. სამომავლოდ კი კურორტის  განვითარება ხელს შეუწყობს ამ სფეროს ნაწარმის მიწოდების ზრდას ადგილობრივ ბაზარზე. ნატურალური და ჯანსაღი სასოფლო პროდუქციის მომარაგება კი კურორტის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.

ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნაწარმია: რძის ნაწარმი - რძე, ყველი, მაწონი, არაჟანი (მათ შორის ადგილობრივი სპეციფიური ნაწარმი: ყაიმაღი,); საქონლის ხორცი; თაფლი; კარტოფილი და სხვა ბოსტნეული.

სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის დეტალური შეფასება მოცემულია მე-10-ე თავში: „10. სასოფლო სამეურნეო მიწები“.