განხორციელების გზამკვლევი

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა.

 

ამოცანები და მიზანშეწონილობა

ბახმაროს სარეკრეაციო არეალის განვითარება განხილულია რამდენიმე ეტაპად:

 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მმართველობა

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის, უპირველესყოვლისა აუიცილებელიაკურორტის განვითარების დეტალური გეგმით და შესაბამისი ფინანსური რესურსებით აღჭურვილიმმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება სათანადო უფლება-მოვალეობა კურორტის განვითარების გეგმის განხორციელებაზე.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიისმმართველობამბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და მისიგანხორციელების ეტაპების საფუძველზე უნდა შეიმუშავოს კურორტის განვითარების დეტალური გეგმა.

 

პირველი ეტაპი

პირველი ეტაპის განვითარება გულისხმობს ბახმაროს ზაფხულის სეზონის გაზრდის ხელშეწყობას, რათა ზაფხულის სეზონი არსებული ერთი თვიდან სამ ან მეტ თვემდე გაიზარდოს.

ზაფხულის სეზონის ზრდისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი განვითარებების განხორციელება:

  • სასმელი წყლის ერთიანი ქსელის და წყლის სათავე ნაგებობის დაგეგმარება და მოწყობა;
  • თხევადი ნარჩენების მოცილების (კანალიზაციის) ქსელის და გამწმენდი ნაგებობის დაგეგმარება და მშენებლობა;
  • მყარი ნარჩენების მოცილების გეგმის განხორციელება;
  • ელექტრო მომარაგების გაუმჯობესება;
  • ადგილობრივი ქუჩათა ქსელის გაუმჯობესება, დაგეგმარება და მშენებლობა:
    • არტერიული ქუჩების მშენებლობა;
    • ორი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მდ. ბახვისწყალზე.
  • საზოგადოებრივი მომსახურებების, როგორებიცაა: ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი, სახანძრო-სამაშველო, საპატრულო, პირველადი სამედიცინო დახმარების, სასურსათო ბაზრობის და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი მომსახურებების განვითარება;
  • საზაფხულო ბანაკების, სპორტული მოედნების და გადასახედი ადგილების დაგეგმარება დამოწყობა;
  • მოკლე და გრძელი მარშრუტების ტურისტული ბილიკების დაგეგმარება და მოწყობა;
  • ერთდღიანი ღონისძიებების ორგანიზება როგორიცაა დოღი, ლელო, სხვა ფესტივალები;
  • სასტუმროების, დასასვენებელი შენობების და საოჯახო სასტუმროების მშენებლობის ხელშეწყობა.

პირველი ეტაპის განხორციელების შედეგად ერთდროულად მყოფ დამსვენებელთა რაოდენობა შესაძლოა დახლოებით ორჯერ3000-იდან  ან მეტად 7 000-მდე, ხოლო სეზონის ხანგრძლივობა სამ ან მეტ თვემდე გაიზარდოს.

 

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპის განვითარება გულისხმობს ბახმაროში საკურორტო სეზონის კიდევ მეტად გაზრდას და სამთო-სათხილამურო კურორტად განვითარების მომზადებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია შემდეგი განვითარებების განხორციელება:

  • ბახმაროში მისასვლელ საავტომობილო გზაზე ისეთი ღონისძიებების დაგეგმარება და  განხორციელება, რაც არსებულ საავტომობილო გზას ზამთარშიც გამოყენებადს გახდის;
  • საწვავი აირის მიზანშეწონილობის დეტალურად შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში საწვავი აირის მიწოდებისათვის ქსელის დაგეგმარება და მოწყობა;
  • სამთო-სათხილამურო კურორტისათვის აუცილებელი საჭიროებების დეტალური შეფასება;
  • ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ხელოვნური ტბის მოწყობა;
  • ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების დაგეგმარებისა და მშენებლობლობის პროცესის დასრულება;
  • ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული საავტომობილო შემკრები ქუჩების დაგეგმარება და მშენებლობლობა.

მეორე ეტაპის განხორციელების შედეგად საკურორტო სეზონი შესაძლებელია ექვს თვემდე ან მეტად გაიზარდოს.

 

მესამე ეტაპი

მესამე ეტაპით მოიაზრება ბახმაროს ოთხ სეზონიან კურორტად განვითარება, რაც გულისხმობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული:

  • სამთო-სათხილამურო კურორტისათვის საჭირო განაშენიანების და მომსახურების საშუალებების განვითარებების დაგეგმარებას და მშენებლობას;
  • ზაფხულისა და ზამთრის სხვა აქტივობების განხორციელებას.

მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ოთხსეზონიან კურორტად ჩამოყალიბება.